შენგელიას გუნდმა სტუმრად ლიდერ ბრეშას მოუგო და სერია A-ში პირველ ადგილზეა
შენგელიას გუნდმა სტუმრად ლიდერ ბრეშას მოუგო და სერია A-ში პირველ ადგილზეა
26.03.2024
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ ძალიან პრინციპული მატჩი მოიგო. ბოლონიელები სტუმრად სერია A-ს ლიდერ ბრეშას შეხვდნენ და 14 ქულით, დამაჯერებლად იმარჯვეს  87-73. სამწუხაროდ, ქართველ ფორვარდს ბოლომდე თამაში არ დასცალდა, ის მოედანზე მეტოქესთან კონფლიქტისთვის მოედნიდან გააძევეს.


შენგელიამ თამაში 18 წუთი მოასწრო, რა დროშიც 8 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 3 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამიანი კი ააცილა.


ბოლონიელები სერია A-ს ლიდერები გახდნენ. შენგელიას გუნდისთვის ეს იყო ძალიან პრინციპული გამარჯვება, რის შემდეგაც ვირტუსი ბრეშას მოგებ-წაგებებით გაუთანაბრდა და მას ურთიერთშეხვედრების გამო გადაასწრო. ბოლონიელებსა და ბრეშელებს 24 ტურის შემდეგ 17 მოგება და 7 მარცხით აქვთ.


ვიდეო-კოლაჟი მატჩიდან