ლუბა გოლოვინამ პარიზის ლიცენზია მოიპოვა, თუმცა, ბოლო სიტყვა ეროვნულ ფედერაციაზეაო...
ლუბა გოლოვინამ პარიზის ლიცენზია მოიპოვა, თუმცა, ბოლო სიტყვა ეროვნულ ფედერაციაზეაო...
26.03.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ლუბა გოლოვინა, კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენია, რომელსაც პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ვიხილავთ. პარიზის საგზურის მოპოვება სამგზის ოლიმპიელმა (პეკინი-2008, ლონდონი-2012, რიო-2016), ევროპული თამაშების ვერცხლის მედალოსანმა ლუბა გოლოვინამ მსოფლიო თასის სერიებში დაგროვილი სარეიტინგო ქულებით შეძლო.


ამას გარდა გოლოვინამ,  მოახერხა და ბატუტზე ხტომაში პარიზის ოლიმპიური თამაშებზე საქართველოც მიუმატა უკვე ლიცენზიანტ ქვეყნებს - ჩინეთს, დიდ ბრიტანეთს, იაპონიას, საფრანგეთს, ახალმა ზელანდიას, ესპანეთს, აზერბაიჯანსა და ნეიტრალური ქვეყნის სახელით მოასპარეზე გუნდს. ამ მომენტისთვის სწორედ ამ ქვეყნის წარმომადგენელი ქალები გაითამაშებენ ოლიმპიურ მედლებს.


საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ცნობით, 2 აგვისტოს, პარიზის „ბერსი არენაზე" ოლიმპიური მედლებისთვის ბრძოლა თითო ქვეყნიდან მაქსიმუმ ორ სპორტსმენს შეეძლება. ამას გარდა, ამავე წყაროზე დაყრდნობით,  „გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბატუტზე ხტომაში სახელობითი ოლიმპიური კვოტები არ თამაშდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარიზში წამსვლელის შერჩევისას საბოლოო სიტყვა ეროვნულ ფედერაციას ეთქმის"-ო.


ბუნებრივია გაჩნდა, კითხვა, მაშინ, როდესაც ლუბა გოლოვინამ მთელი რიგ ტურნირებზე ასპარეზობით დააგროვა სალიცენზიო ქულები და შესაბამისად, საგზურიც პარიზში, რა საჭირო გახდა „სახელობითი ოლიმპიური კვოტების" თემის წამოწევა და ხომ არ მოხდება ისე, რომ ბოლო მომენტში, ეროვნულმა ფედერაციამ, რომელმაც სხვათა შორის ჩინოვნიკური ვოლოკიტას გამო, ლუბას ტოკიოს ოლიმპიური თამაშები გამოატოვებინა, კვლავ განმეორდეს.


მანამდე, კი ჩვენი გვერდი სარგებლობს შემთხვევით, ულოცავს ლუბას პარიზის ლიცენზიის მოპოვებას და წარმატებას უსურვებს ოლიმპიურ თამაშებზე.

 


ფოტო: სეოკ