პატივს ვცემთ, ვიცით სიძლიერე, მაგრამ საქართველოში უნდა ითამაშონ - ხვიჩა კვარაცხელია
პატივს ვცემთ, ვიცით სიძლიერე, მაგრამ საქართველოში უნდა ითამაშონ - ხვიჩა კვარაცხელია
24.03.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრები სრული დატვირთვით, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ ემზადება. ვილი სანიოლის გუნდს, იძულებითი შესვენების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია უბრუნდება. ლუქსემბურგთან მატჩის წინ, სანიოლმა აღნიშნა, რომ „ხვიჩა ბრუნდება" და მასაც მოუწევდა ცვლილების გაკეთება. არაა გამორიცხული, ხვალ ქართულ მედიასთან შეხვედრისას მოსალოდნელ ცვლილებებზე პატარა მინიშნებაც გააკეთოს. მანამდე კი, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სრული საბრძოლო განწყობაა.

„ვფიქრობ, კარგ კონდიციაში ვარ და ნაკრებს ჩემს მაქსიმუმს დავახარჯავ და ნაკრებს დავეხმარები გამარჯვებაში. არ აქვს მნიშვნელობა გოლს ვინ გაიტანს, მთავარია მოედანზე საბრძოლველად გავიდეთ და გამარჯვება მოვიპოვოთ, იმ მოედანზე გაიმარჯვებს ძლიერი და იმედია, რომ ეს ძლიერი ნაკრები იმ დღეს ჩვენ ვიქნებით. მათ პატივს ვცემთ, ვიცით მათი სიძლიერე, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ვინმეს, საქართველოში ფინალის თამაში, ამდენი გულშემატკივრის წინაშე გაუხარდეს," - ეს ხვიჩა კვარაცხელიას შეფასებაა, მომავალი თამაშის წინ, რომელიც ქართველთა გუნდის „თილისმამ", როგორც მას უეფა-ს ვებ-გვერდი მოიხსენიებს თავის სტატიებში, დღეს სფფ-ს სანაკრებო გვერდისთვის გააკეთა.


ხვალ, ვილი სანიოლის გუნდი საგურამოში, უეფა-ს ევრო 2024 წლის საგზურის მოსაპოვებლად დაგეგმილი 26 მარტის თამაშის წინ, ბოლოჯერ ივარჯიშებს. საქართველოს ნაკრების მეტოქე, საბერძნეთის ნაკრები კი, თამაშის მასპინძელ „დინამო არენაზე" ივარჯიშებს.


26 მარტს მატჩი, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.



ფოტო: სფფ / ლაშა კუპრაშვილი