ეთოს დღე თბილისის გრან სლემზე
ეთოს დღე თბილისის გრან სლემზე
22.03.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საუკეთესო იპონით დაწყებული დღე, საქორწინო ბეჭდით დასრულდა. თუმცა, მანამდე ქართველმა ჯუდოკა ქალმა ეთერ ლიპარტელიანმა თბილისის გრან სლემის მოგება მოახერხა და შესაბამისად, პირველი მოგებული გრან სლემი ჩაიწერა წარმატებების აქტივში, რომელიც გვჯერა, ჯერ, მხოლოდ დასაწყისია.


„ეს ყველაფერი სიზმარში მქონდა ნანახი", -იტყვის დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ ქართველი ჯუდოკა, რომელმაც -57კგ წონით კატეგორიაში მეორე წრიდან დაიწყო ფინალში ჯესიკა კლიმკაიტი დაამარცხა.



დღეიდან, 22 მარტიდან 24 მარტის ჩათვლით, თბილისი არენა IJF-ის მსოფლიო ტურნეს, ერთ-ერთ პრესტიჟულ ტურნირს, თბილსის გრან სლემს მასპინძლობს. როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე მრავალრიცხოვანი გუნდი საქართველოს ნაკრებმა გამოიყვანა. მხოლოდ ვაჟთა შორის, ჩვენები ყველა წონაში 4-4 წარმომადგენლით იასპარეზებენ.



ფოტო-ამბავი (განახლებული)


დღეს, მედლების 5 კომპლექტი გათამაშდა. ფინალურ ბლოკში, ქართველთაგან გიორგი სარდალაშვილმა გააღწია, თუმცა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში -60კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ახალგაზრდა ქართველი აზერბაიჯანის წარმომადგენელ თურან ბაირამოვთან დამატებით დროში დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.


სამაგიეროდ ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა თორნიკე ჭკადუა, რომელიც ნიდერლანდების სახელით ასპარეზობდა, თუმცა, ქართული დარბაზი მას მშობლიურ ენაზე ამხნევებდა.  (თავზე გადაიარა ფრანგმა, ჭკადუ ვაზარით იგებდა).


თბილისის გრან სლემი კიდევ ორ დღეს გაგრძელდება. ხვალ და ზეგ მედლები შემდეგ წონით კატეგორიებში გათამაშდება:


23 მარტი - ქალები: -63კგ, -70კგ. კაცები: -73კგ, -81კგ;

24 მარტი - ქალები: -78კგ, +78კგ. კაცები: -90კგ, -100კგ, +100კგ.