დღეს მონრეალში ორ მეშვიდე ადგილს დავჯერდით
დღეს მონრეალში ორ მეშვიდე ადგილს დავჯერდით
22.03.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


კანადაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში, დღეს მედლებსი პირველი კომპლექტი გათამაშდა. მათი მოგების შანსი იუნიორებს შორის მოქმედ ჩემპიონებს, ქართულ წყვილს ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავასაც ჰქონდათ. ჩვენები, რომლებიც ამ შემადგენლობით ერთი წელის კი არ არის ასპარეზობენ, მოკლე პროგრამის შემდეგ, სპორტულ წყვილებში 72.02 (40.05 /31.97) ქულით, მე-5 ადგილზე იყვნენ. შესაბამისად თავისუფალ პროგრამაშიც ისინი „ბოლოსკენ ასპარეზობდნენ.


ჩვენებმა ქვინის კომპოზიციაზე აწყობილი 11 ელემენტიანი (3Tw, 2 3S+2A+2T, 3FTh, 3T, 5Ali, BoDs, ChSq, 3LoTh, 5RLi, 3Li, PCoSp) პროგრამა კარგად დაიწყეს, თუმცა, მეორე ელემენტის 3S+2A+2T +SEQ შესრულების დროს შეცდომა დაუშვეს, შესაბამისად ელემენტი უარყოფითად შეუფასდათ. ამის შემდეგ, 3FTh სუფთად შესრულების შემდეგ ანასტასიამ და ლუკამ განწყობა მალევე გამოისწორეს. თუმცა, მღელვარება მეხუთე ელემენტის Group 5 Axel Lasso Lift 3 შესრულების დროს ლუკას მაინც დაეტყოთ, შეცდომა კი 3LoTh შემდეგ, დაშვებისასა უკვე ანასტასიამ დაუშვა. წყვილმა მცდელობიდან უარი თქვა, ბოლოსწინა 3Li ელემენტის შესრულებაზე და საბოლოოდ პროგრამა 3 სერიოზული შეცდომით დაასრულა.


ალბათ, აღსანიშნავია, რომ მეტელკინასა და ბერულავას წყვილისგან ალბათ, ბევრი ცოტა უფრო მეტს მოელოდა, მათ შორის ფიგურული ციგურაობის საერთაშორისო წრეებშიც, თუმცა, მათ დღეს, თავისუფალ პროგრამაში 117.28 (57.31 /59.97) ქულით, მხოლოდ მე-10 ადგილი დაიკავეს. საბედნიეროდ, მოკლე პროგრამაში ნაჩვენები შედეგი, ანასტასიასა და ლაშას, მსოფლიო ჩემპიონატზე ათეულში მოსახვედრად ეყოთ. საუკეთესო პირად შედეგამდე მთა კვლავ დააკლდათ, თუმცა, 189.30 ქულით, ორი პროგრამის ჯამში, მე-7 ადგილზე გასვლა მოახერხეს.


დღესვე, მონრეალში ასპარეზობა დაიწყო ნიკა ეგაძემაც. მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში, 21 წლის ქართველი სპორტსმენი, ყინულზე 34-ე გამოვიდა და მოკლე პროგრამის შესრულების შემდეგ, ეთერ თუთბერიძის შეგირდმა კარგი ხარისხითა  და მაღალი სიჩქარეზე, ერთი სულის ამოთქმაზე შეასრულა Thomas Spencer-Wortley-ს ავე მარიაზე შედგენილი პროგრამა (4S+3T, 4T,  FCSp, 3A, StSq, CSSp, CCoSp). აღსანიშნავია, რომ ეგაძემ, რომელიც ტურნირიდან ტურნირამდე უმატებს დღეს, მოკლე პროგრამაში, პირადი მაჩვენებელი (85.76), 6.32 ქულით გააუმჯობესა და 92.08 (53.50 /38.58) ქულით, თავისუფალი პროგრამის წინ, მე-7 ადგილით, უფრო მაღალი შედეგისთვის აგრძელებს ბრძოლას.


ჩვენი დროით უკვე დღეს, 22 მარტს ასპარეზობას სპორტული წყვილები დაიწყებენ. აქ ჩვენი წარმომადგენლები დიანა დევისი და გლებ სმოლკინი არიან.  თავისუფალი პროგრამით იასპარეზებს ანასტასია გუბანოვა, თუმცა, მოკლე პროგრამის შემდეგ ნაჩვენები შედეგით, რთული წარმოსადგენია, რომ ჩვენიანმა მედლებისთვის გაიწიოს.