საჯარიმოშიც არ წაქცეულა, რომ VAR-ს გადაეხედა - პოლ ჰოლცი
საჯარიმოშიც არ წაქცეულა, რომ VAR-ს გადაეხედა - პოლ ჰოლცი
21.03.2024
ავტორი: მარიამ მესხი / ფოტო თამარ ჯიშკარიანი

დღეს, თბილისში, „დინამო არენაზე"  ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ მატჩი გაიმართა, რომელშიც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბუდუ ზივზივაძის დუბლით,  ლუქსემბურგის საკმაოდ უხეში ნაკრები დაამარცხა. მატჩის შემდეგ, მედიასთან გამართულ პრეს-კონფერენციაზე, სტუმართა გუნდის მთავარი მწვრთნელი, პოლ ჰოლცი ყურადღებას, VAR-ის საჭიროებაზე ილაპარაკებს და ხაზს გაუსვამს და თანაც რამდენჯერმე, რომ ჯარიმა ჟორჟო მიქაუტაძეზე უნდა დანიშნულიყო. თუმცა, მსაჯებმა საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღეს.

„არ მესმის მსაჯმა რის საფუძველზე იმოქმედა. ვფიქრობ, თავიდან, ჩვენს ფეხბურთელს გიორგი მიქაუტაძემ დაქაჩა. ამის შემდეგ, გოლიც გავიტანეთ, მაგრამ არ ჩაგვითალა. საბოლოოდ, მან ჩვენი მოთამაშე გააძევა და თამაშის ბედი გადაწყვიტა. უკვე მეორე შემთხვევაა ჩვენს თამაშს იგივე მსაჯი სჯის და თამაშზე გავლენას ახდენს", - ამბობს ჰოლცი და თემას, კიდევ ერთხელ უბრუნდება, „ჩვენი გუნდისთვის მსაჯის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განსაკუთრებით რთული იყო. წესები, თავდაპირველად მეტოქე ფეხბურთელმა დაარღვია. რთულია იმის გაგება, ასეთ მომენტებში VAR როგორ მოქმედებს. მსაჯთან მიქაუტაძის დარღვევა არ გამიპროტესტებია, რადგან მატჩის დროს კარგად ვერ დავინახე და მხოლოდ შემდეგ, ჩანაწერზე ვნახე".


ლუქსემბურგის ნაკრების თამაშის შეფასება:


პირველ ტაიმში ჩემი გუნდის თამაშით უკმაყოფილო ვიყავი. არ მომწონდა, როგორც თამაშის ტემპი, ასევე ხარისხი. მეორე ტაიმში უკეთესად ავთამაშდით. მაშინაც კი, როდესაც კაცნაკლული ვიყავით, მაგრამ მსაჯის მიერ მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედიც გადაწყვეტილი იყო. ვფიქრობ, იმ შემთხვევაში, თუკი, მსაჯი გოლს ჩათვლიდა და ანგარიშს გავათანაბრებდით, განსხვავებული თამაში წავიდოდა. სამწუხაროდ მან ჩვენს საწინააღმდეგოდ გადაწყვიტა.


მატჩის მნიშვნელობაზე


ლუქსემბურგისთვის ეს მატჩი ისტორიული და უნიკალური იყო. იმედს ვიტოვებ, რომ მსგავსი შანსი მომავალშიც მოგვეცემა.


ქართულ გარემოზე


პირველ რიგში, საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას ვულოცავ. ეს განსაკუთრებით პირველ ტაიმში ნათამაშები ფეხბურთით დაიმსახურეს. ქართველი გულშემატკივარი მართლაც რომ საოცარი იყო. მათ ამ გამარჯვებას ვულოცავ. პირველ ტაიმში იგრძნობოდა, რომ მათი ფაქტორი ჩვენს ფეხბურთელებზე გავლენას ახდენდა.