ბერულავა-მეტელკინას შანსები და მედლებისთვის ბრძოლას გამოთიშული გუბანოვა
ბერულავა-მეტელკინას შანსები და მედლებისთვის ბრძოლას გამოთიშული გუბანოვა
21.03.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

20-24 მარტს, კანადაში 2023-2024 წლების საციგურაო სეზონის, ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრი დაიწყო. მონრეალი ოთხი დღის მანძილზე, მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს ფიგურულ ციგურაობაში. საქართველოს გუნდი აღნიშნულ ჩემპიონატში ოთხივე კატეგორიაში შეეცდებიან მედლების მოპოვებას  - ვაჟებში ნიკა ეგაძე, სპორტული წყვილებში ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა, სპორტული ცეკვებში დიანა დევისი და გლებ სმოლკინი და ქალებში ანასტასია გუბანოვა.


ყინულზე კი დღეს სპორტული წყვილები და ქალები, მოკლე პროგრამით ასპარეზობდნენ.


მოკლე პროგრამის შემდეგ, სპორტულ წყვილებში 72.02 (40.05 /31.97) ქულით, მე-5 ადგილზე არიან ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა. იუნიორთა შორის მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონებმა 7 ელემენტისგან (3Tw, 3S, 3FTh, 3Li, FCCoSp, StSq, FiDs) პროგრამა, თუ არ ჩავთვლით, მე-5 ელემენტის შესრულებისას მცირე ხარვეზს, პროგრამა კარგად ისრიალეს და ამასთან, მოკლე პროგრამაში, პირადი შედეგი (71.53 ქულა) გააუმჯობესეს.


ბოლო ჯგუფში ისრიალა ქალთა შორის საქართველოს წარმომადგენელმა ანასტასია გუბანოვამ, თუმცა მეოთხე ელემენტის შესრულებისას  სამმაგი ფლიპის + სამმაგი აქსელის შესრულებისას დაშვებულმა ერთად ერთმა შეცდომა, უფრო ზუსტად, არ შესრულებულმა სამმაგმა აქსელმა, ჩვენი მოციგურავის მთელი პროგრამა (3Lz, 2A, FCSp, 3F+3T, CCoSp, StSq, LSp), „წყალში" გადაყარა და მიუხედავად იმისა, რომ გუბანოვამ კვალიფიკაიცია გაიარა, მოკლე პროგრამაში 58.66 (27.79/30.87) ქულით, მხოლოდ მე-20 ადგილი დაიკავა. გუბანოვამ, თავის საუკეთესო შედეგთან შედარებით დღეს, 11.15 ქულით ნაკლები მიიღო და ეს დღე უჩვეულოდ, მე-20 ადგილზე დაასრულა. შესაბამისად, მედლებისთვის ბრძოლასაც ამ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოეთიშა.


21 მარტი

ვაჟები, მოკლე პროგრამა

სპორტული წყვილები, თავისუფალი პროგრამა


22 მარტი

სპორტული ცეკვები, რიტმული ცეკვა

გოგონები, თავისუფალი პროგრამა


23 მარტი

სპორტული ცეკვები, თავისუფალი ცეკვა

ვაჟები, თავისუფალი პროგრამა


24 მარტი

საჩვენებელი გამოსვლები