ვაჟთა ასაკობრივებმა ელიტ რაუნდი მარცხით დაიწყეს, შემდეგი ტური 23 მარტს გაიმართება
ვაჟთა ასაკობრივებმა ელიტ რაუნდი მარცხით დაიწყეს, შემდეგი ტური 23 მარტს გაიმართება
20.03.2024
ავტორი: სფფ-ს ინფორმაცია

U17 | შემადგენლობა და მატჩის გვერდი - საქართველო 0:2 სერბეთი
U19 | შემადგენლობა და მატჩის გვერდი - ჩეხეთი 1:0 საქართველო


საქართველოს ვაჟთა ასაკობრივმა გუნდებმა, დღეს, ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდის მატჩები ჩაატარეს. საკადრო პრობლემების წინაშე მყოფი გიორგი ჩიტაურის 17-წლამდე ნაკრები, ქუთაისში სერბეთთან 2-ბურთიანი სხვაობით დამარცხდა, 0-2. ხოლო, ვასილ მაისურაძის 19-წლამდელთა გუნდმა, ჩეხეთთან მატჩი მინიმალური სხვაობით, 1-0 დათმო.


შემდეგი შეხვედრები 23 მარტს გაიმართება. 17-წლამდე ნაკრები ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე - თურქეთს უმასპინძლებს, ხოლო 19 წლამდელები, მანძანოში შოტლანდიას დაუპირისპირდებიან.


პირველი ტურის შემდეგ, 19-წლამდელების ჯგუფში პირველ ადგილს ელიტ რაუნდის მასპინძელი იტალია იკავებს, რომელმაც შოტლანდია 2-ბურთიანი სხვაობით დაამარცხა. ხოლო 17-წლამდელთა ჯგუფის მეორე მატჩი, ფრედ - 0:0 დასრულდა და შესაბამისად ჯგუფს 3 ქულით სერბეთი ლიდერობს