გოლი გულშემატკივარს არ გააქვს, ლუქსემბურგელთა მწვრთნელი მე-12-ს არ თვლის...
გოლი გულშემატკივარს არ გააქვს, ლუქსემბურგელთა მწვრთნელი მე-12-ს არ თვლის...
20.03.2024
ავტორი: მარიამ მესხი / ფოტო თამარ ჯიშკარიანი

ბალანსი მოტივაციასა და სხვა ბალანსს შორის, ლუქსემბურგელთა მთავარი მწვრთნელის აზრით, ხვალინდელ მატჩში მისი გუნდისთვის გადამწვეტი იქნება. ამას გარდა, მშვიდი განწყობითა და თავგანწირვით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ხვალინდელი მეტოქეები, შეეცდებიან ლუქსემბურგის ისტორიაში პირველად, მაღალი რანგის ტურნირზე, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშონ. „დინამო არენაზე", დღევანდელი მატჩისწინა პრესკონფერენციის დროსაც და შემდეგაც, ვილი სანიოლის ნაკრების ხვალინდელი მეტოქეები, შეიძლება ითქვას, ზედმეტად თვითდაჯერებულადაც გრძნობდნენ, თავს, ან ასე, ჩვენ, მასპინძელ მხარეს გვაჩვენებდნენ.

პოლ ჰოლცი (ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი):




შემადგენლობის შესახებ

დაველოდებით ვარჯიშს და მას შემდეგ გავიგებთ ვინ იქნება მზად 100%-ით სათამაშოდ და ვინ არა. ძირითადი ბირთვი ჩემთვის უკვე ცნობილია, თუმცა ამის მიუხედავად მსურს დღევანდელ ვარჯიშზე დავაკვირდე მოთამაშეებს და საბოლოო გადაწყვეტილება შემდეგ მივიღო. რა თქმა უნდა, მეც, დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი ასეთ მნიშვნელოვან მატჩებში, თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ დღეს, ლუქსემბურგელი ფეხბურთელები ბევრად უფრო მაღალ დონეზე თამაშობენ.


მოტივაცია გუნდში

გუნდში კარგი განწყობაა, ყველა მშვიდადაა და თავდაჯერებით ვხვდებით ხვალინდელ თამაშს. განსაკუთრებული რამის გამოგონების სურვილი არ მაქვს. დამატებითი მოტივაციაც საჭირო არ არის. ფეხბურთელებისთვის, ამ თამაშში მონაწილეობაც საკმარისი იქნება. რა თქმა უნდა, ყველა ვაცნობიერებთ მის მნიშვნელობას. ისტორიული დატვირთვა აქვს ხვალინდელ შეხვედრას და შევეცდებით, რომ გარე ფაქტორებმა გავლენა არ იქონიონ ჩვენზე.


გულშემატკივარზე ქართველზე და საკუთარზე

ვიცით, რომ ბევრი გულშემატკივარი მოვა სტადიონზე, თუმცა, საბოლოო ჯამში გოლი არა გულშემატკივარს, არამედ ფეხბურთელებს გააქვთ. გასაგებია, რომ ამ მხრივ საქართველოს უპირატესობა ექნება, თუმცა ჩვენც ვგრძნობთ მხარდაჭერას, რომელიც ლუქსემბურგელი ქომაგებისგან დღითიდღე იზრდება.


ლუქსემბურგელებს 26 მარტის ბილეთები ნაყიდი აქვთ..

შემდეგი თამაშისთვის ბილეთები უკვე გაყიდულია, არ აქვს მნიშვნელობა გადამწყვეტი თამაში იქნება თუ უბრალოდ ამხანაგური. საქართველოს ნაკრებს არაერთი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავს და ხვიჩას გარეშეც ძალიან კარგი გუნდია. როდესაც გუნდს გამორჩეული ფეხბურთელი გამოაკლდება, დანარჩენი გუნდი ცდილობს მისი დანაკლისი აღმოფხვრან.


ცნობისთვის თბილისში ხვალინდელ მატჩს ლუქსემბურგელი ქომაგებიც დაესწრებიან. შეხვედრა, დინამო არენაზე, საქართველოსა და ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრებებს შორის, თბილისის დროით 21:00 დაიწყება.