Impossible Possible - ლუქსემბურგელთა გეგმა და ქართველთა თილისმა, რომელიც იქვე, ტრიბუნაზე იქნება
Impossible Possible - ლუქსემბურგელთა გეგმა და ქართველთა თილისმა, რომელიც იქვე, ტრიბუნაზე იქნება
18.03.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უეფა-ს ოფიციალური ვებ-გვერდი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ფლეი-ოფებამდე მომავალი შეხვედრების წინასიტყვაობებს აქვეყნებს. ბუნებრივია, ლაპარაკობს 21 მარტის საქართველოსა და ლუქსემბურგის დაპირისპირებაზეც.

წყვილი, რომელსაც არასდროს უთამაშია ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, თანაც, ლუქსემბურგის ნაკრები ყაზახეთის მსგავსად, აღმავლობის ხანაში არისო, წერს უეფა-ს ვებ-პორტალი და დასძენს, რომ J ჯგუფში, მესამე ადგილზე მოსახვედრად, „წითელმა ლომებმა" ხუთი თამაში მოიგეს. ამასთან სახლში დაამარცხეს ბოსნიასა და ჰერცეგოვინას გუნდი, ისლანდიას კი 4 ქულა წაართვესო. ეს შედეგი, თუნდაც, იმიტომ არის წარმოუდგენელი, რომ ლუქსემბურგელთა ჩატარებული 117 მატჩიდან, საქართველოს ნაკრების მომავალ მეტოქეს, მხოლოდ 8 აქვს მოგებული.


„ჩემი ყველა მოთამაშე, ყველა პასუხისმგებელი პირი და მეც, მოუთმენლად მოველით საქართველოსთან თამაშს. როდესაც ასე ახლოს ხარ, ძალიან გინდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლა. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ მოვახერხებთ შეუძლებლის შეძლებას და სპორტის ისტორიაში შესვლას",  - ამბობს ლუკ ჰოლცი, ლუქსემბურგის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რომელიც გუნდს, 2010 წლიდან წვრთნის.


უეფა-ს ვებ-გვერდი კი, თავის მხრივ ამატებს, რომ ლუქსემბურგელთა შანსებს ის გარემოებაც ზრდის, რომ საქართველოს ნაკრებს თილისმის, ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე მოუწევს თამაშიო. თუმცა, ხვიჩა ტრიბუნაზე იქნება, სავსე „დინამო არენასთან" ერთად და ამ მატჩში ისე, გაამხნევებს გუნდს. იმის გათვალისწინებით, რომ ფეხბურთის კანონით, თამაშის დროს მოედანზე თილისმებით და აღჭურვილობით გასვლა იკრძალება და შესაბამისად, საქორწილო ბეჭედსაც კი ფეხბურთელები, გასახდელში ტოვებენ, მაშინ ქართული გუდის თილისმა, ხვიჩა, უფრო ახლოს იქნება გუნდთან, ვიდრე გასახდელში დატოვებული საქორწილო ბეჭედი.


და ბოლოს ამ ორი გუნდის ურთიერთშეხვედრების ისტორიიდანაც, რომელიც ოთხ შეხვედრას ითვლის. საქართველოს 2 მატჩი აქვს მოგებული აქვს, ერთი ფრედ დასრულებული, 2018 წელს კი, ლუქსემბურგს 1-0 აქვს მოგებული.



ფოტო: © Luxembourg Football Federation