ელიგის პირველმა სამეულმა მე-20 ტურის მატჩები მოიგო
ელიგის პირველმა სამეულმა მე-20 ტურის მატჩები მოიგო
12.08.2018
ავტორი:

ეროვნული ლიგის მესამე წრის მორიგი ტურის მატჩი გადაიდო ქუთაისის „ტორპედოს" მონაწილეობით. ტორპედოელები ხვალ გამთენიისას ალბანეთში გაემგზავრებიან, სადაც 16 აგვისტოს, უეფას ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის გამართვა მოუწევთ „კუკეშთან". რთული სათქმელია, მომედვნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კვლავ გადაუდებს ქუთაისელებს ეროვნული ლიგის კალენდარულ შეხვედრებს თუ არა, ერთი კი ფაქტია, რომ „ტორპედოს" მონაწილეობით, ელოგის 2 ტურის მატჩი უკვე გადადებულია. ევროტურნირების მძიმე გრაფიკის შემდეგ კი, ტორპედოელებს ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონის ბოლის მიჯრით მოუწევთ გამოტოვებული თამაშების „ანაზღაურება". ამ მომენტისთვის, ერთადერთი ქართული კლუბი, რომელიც 2017-2018 წლების უეფა-ს ევროპა ლიგის ტურნირზე აგრძელებს ასპარეზობას, ეროვნული საფეხბურთო ლიგის სატურნირო ცხრილში 27 ქულით მე-5 ადგილზეა.



„კოლხეთი 1913" - „საბურთალო" 1-3

სატურნირო ცხრილს კი, დამაჯერებლად ლიდერობს „საბურთალო". თბილისურ კლუბს, არ გასჭირვებია გათამაშების აუტსაიდერის ფოთის „კოლხეთი 1913"-ის დამარცხება. ფოთში, „რაგბი არენაზე", სადაც „კოლხეთი 1913" „შესვენების" შემდეგ კვლავ დაბრუნდა, საბურთალოელებმა, პირველ ტაიმში 2 გოლის გატანა მოახერხეს. 31-ე და 44-ე წუთებზე, ვაგნერ გონსალვესმა ორჯერ აიღო ფოთელთა კარი. ამ შეხვერდარში 2 საგოლე გადაცემა ჩაიწერა გიორგი კოხრეიძემ. სწორედ, მისი გადაცემით გაიტანა გურამ გოშთელიანმა მესამე გოლი. მატჩის მიწურულს, ილია მიხაილოვმა ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა. „საბურთალომ" 1-3 მოიგო. შეხვედრის მთავარ მსაჯს, გიორგი ვადაჭკორიას კი, 3-ჯერ მოუხდა ყვითელი ბარათის ჩვენება.

მომდევნო 21-ე  ტურის შეხვედრას „საბურთალო" თბილისში, გორის „დილასთან" გამართავს. „კოლხეთი 1913" კი, ასევე თბილისში, „მიხეილ მესხი 2"-ზე, ბოლინისის „სიონს" დაუპირისპირდება.



„სამტრედია" - „სიონი" 0-4

ბოლნისელები, რომლებიც მესამე წრიდან საკუთარ მოედანზე, ბოლნისში გეგმავდნენ ეროვნული ლიგის მატჩების ჩატარებას, როგორც სჩანს მესამე წრის საშიანო თამაშებს,  ისევ „სტუმრად" თბილისში, „მიხეილ მესხზე" ჩაატარებენ. ბოლნისის „სიონის" სტადიონის მინდვრის ახალი საფარი, რომელიც სტადიონის რეაბილიტაციის დროს დაიგო, როგორც სჩანს ჯერ კიდევ არ არის „შეხორცებული". თუმცა, ეროვნული ლიგის ბოლო თამაშებს, სიონელები საკუთარ ქალაქში გამართავენ.

კვლავ თბილისში, „მესხი 2"-ზე მოუხდა დაბრუნება მესამე წრეში „სამტრედიასაც", რომლის მოედანსაც ასევე სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება. რაც შეეხება ლანჩხუთში, „ევგრაფი შევარნაძის სახელობის სტადიონს", სადაც „სამტრედიამ" მეორე წრის თამაშები ჩაატარა, როგორც სჩანს, ელიგის გუნდებისთვის მიუღებელია.



ეროვნული ლიგის მე-20 ტური, „სიონმა" თბილისში, თავის უშუალო კონკურენტთან, „სამტრედიასთან" გამართა და ბევრისთვის მოულოდნელად, დიდი ანგარიშით 0-4 გაიმარჯვა. გათამაშების ქვედა ეშელონებში მყოფი ბოლნისის „სიონი" დარჩენილ თამაშებში შეეცდება ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს. თუმცა, ალბათ, ისევე როგორც „სამტრედია", რომელსაც შეგახსენებთ, სათავეში გია ცეცაძე უდგას.  

„იქიდან გამომდინარე, რომ სამტრედიას კარგი გუნდი და სამწვრთნელი შტაბი ჰყავს, უფრო რთულ თამაშს ველოდებოდით. თუმცა, ბევრი ფეხბურთელი აკლდა. ვაჯობეთ თამაშით და მათ არ მივეცით თამაშის საშუალება", - ამბობს თეიმურაზ შალამბერიძე, მატჩის დასრულების შემდეგ.




ბოლნისელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მესამე წრიდან, შალამბერიძემ სრულიად სახეშეცვლილი  და მოტივირებული გუნდი გამოიყვანა მოედანზე. ეს „საბურთალოსთან" მე-19 ტურის მატჩშიც გამოჩნდა. მე-20 ტურში, „სამტრედიასთან"  კი, შალამბერიძემ, ახალგაზრდა ჩოჩიშვილს კვლავ გამოცდილი თორნიკე ზარქუა ამჯობინა და „სიონმაც" კარი ამ დღეს მშრალად შეინახა.

„სამტრედიასთან" შეხვედრაში დავით კირკიტაძის გადაცემით, ბოლინისის „სიონისთვის" სადებიუტო გოლი გაიტანა ბიძინა მახარობლიძემ. თავად კირკიტაძემ, კი ამ დღეს ჰეთ-თრიქი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ მატჩი ბოლნისელთა უპირატესობით წარიმართა და ეს შედეგზეც აისახა.ამ მომენტისთვის გუნდს 16 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-7 საფეხურზეა.




„ლოკომოტივი" - „დინამო თბილისი" 2-4

„მესხი 2"-ზე გაიმართა თბილისური დერბი, „ლოკომოტივსა" და „დინამო თბილისს" შორის, რომელიც რიგით 50-ე იყო. ამ ორი დედაქალაქური გუნდის შეხვედრები, ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს და სულაც არ არის გასაკვირი არც ის, რომ დღევანდელ მატჩსაც, ეროვნული ლიგის ყველა იმ გუნდის მთავარი მწვრთნელი დაესწერო, რომლებსაც დღეს, თამაში არ ჰქონდათ.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ „ლოკომოტივისა" და „დინამო თბილისის" დღევანდელი დაპირისპირება ორი განსხვავებული ტაიმისგან შედგა. პირველი, რომელშიც სტუმრები დინამოელები კარნახობდნენ წესებს. ხოლო, როგორც მოგვიანებით ლოკომოტიველთა მთავარი მწვრთნელი იტყვის, მისი ბიჭები იყვნენ ინერტულები და დაბნეულები.




მართლაც, დროის ამ მონაკვეთში, „ლოკომოტივმა" დაუშვა ბევრი უხეში შეცდომა შეტევაშიც და დაცვაშიც. „დინამო თბილისი" კი უფრო აგრესიულ და სწრაფ ფეხბურთს თამაშობდა. ამ სურათისგან აბსოლუტურად განსხვავებული გამოდგა მეორე ტაიმი. საერთო ჯამში, ამ მატჩში 6 გოლი გავიდა და თითო ტაიმზე 3 მოდის.

მატჩში პირველი რეალური სახიფათო მომენტი დინამოელთა კართან შეიქმნა. მე-11 წუთზე სტუმართა შეცდომით კარგად ისარგებლა მამია გავაშელიშვილმა, რომელიც მეკარესთან პირისპირ გავიდა და დაარტყა კიდეც. თუმცა, მისი დარტყმული, ბოლო მომენტში ფეხით მოიგერია სტეფან სიკაჩმა. ალბათ, აქვე უნდ ავღნიშნოთ, რომ სწორედ, სიკაჩს უნდა უმადლოდეს „დინამო თბილისი" დღევანდელ 3 ქულას, რადგან მეორე ტაიმში დინამოელთა ახალმა მეკარემ, საკუთრი გუნდი მინიმუმ 4-ჯერ გადაარჩინა გოლს.




პირველ ტაიმში, კი ამ მომენტის შემდეგ, დინამოელები სრულად დაეუფლნენ სათამაშო უპირატესობას და მე-14, 34-ე და 39-ე წუთებზე 3 გოლი გაიტანეს. პირველი ორი, აკაკი შულაიას გადაცემით ბუდუ ზივძივაძემ გაიტანა.  ამ ტაიმში მესამე გოლი კი ბუდუ ზივზივაძის გადაცემით დმიტრო ივანისენიას ანგარიშზე მოდის.

„რთული თამაში იყო, განსაკუთრებით ბოლოს დაიძაბა. დღევანდელი მატჩი, თავიდან კარგად დავიწყეთ და ეს, ანგარიშზეც აისახა. 4 ბურთით დავწინაურდით. შემდეგ, ალბათ გუნდში დაღლილობამ იჩინა თავი. ბოლო დროს, 2-ჯერად ვარჯიშებზე ვართ გადასული და ამ გარემოებამ ეტყობა, მაინც თავსი დაღი დაასვა. გოლებს რაც შეეხება, ყოველთვის მოტივირებული ვარ, რომ გუნდის თამაშში საკუთარი წვლილი შევიტანო",  - ამბობს ბუდუ ზივზივაძე, რომელიც დღეს თბილისურ დერბიში გატანილი 3 გოლის შემდეგ, ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ბომბარდირთა სიას თავში ჩაუდგა.




მეორე ტაიმის დასაწყისში, მესამე წუთზე, ბუდუ ზივზივაძემ კიდევ ერთი გოლი გაიტანა, ამჯერად ბაქარ ქარდავას გადაცემით, რომელიც ტრამვის გამო თამაშიდან გასული დმიტრო ივანისენიას ნაცვლად გამოვიდა მოედანზე. „დინამო თბილისი" 0-4 დაწინაურდა.  სავარაუდოდ, ამ მომენტიდან დაწყებული, დინამოელებმა ჩათვალეს, რომ „საქმე გაკეთებულია" და უფრო ბურთის „გაგორებაზე" იფიქრეს, ვიდრე „ლოკომოტივის" კარის მიმართულებით შეტევების გამწვავებაზე, ანდა სულაც დაცვაში უფრო თავდაჯერებულად თამაშზე. შედეგად, საქმეში სტეფან სიკაჩი ჩაერთო და ზედიზედ 3-ჯერ დინამოელები გოლისგან იხსნა.




"60 წუთი დადებითად ითამაშეს ბიჭებმა და ეს შედეგზეც აისახა. 4-0-ის შემდეგ, ზოგიერთმა ფეხბურთელმა ჩათვალა, რომ თამაში დამთავრებული იყო. დაცვაში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით", - ამბობს კახა კაჭარავა, „დინამო თბილისის" მთავარი მწვრთნელი.

ამასობაში, „ლოკომოტივმა" მოუძებნა „დინამო თბილისს" სუსტი წერტილი და ნელ-ნელა თამაში გაათანაბრა. მატჩის დარჩენილი დრო, დინამოელები, მხოლოდ კონტრშეტევებზე ახერხებდნენ გადასვლას. თუმცა, ამ დროსაც, ბოლო მომენტში სიმწვავე აკლდებოდათ. სამაგიეროდ, 57-ე და 77-ე წუთებზე თავი ლოკომოტიველთა მე-9 ნომერმა, მამია გავაშელიშვილმა გამოიჩინა, რომელმაც 2 გოლი გაიტანა.



„შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა გააქტიურეს თამაში. კარგი მომენტები შევქმენით. არ ვიქნები ძალიან თამამი, თუ ვიტყვი, რომ არსებული მომენტების გამოყენების შემთხვევაში, იყო შესაძლებლობა, მინიმუმ თამაში ფრედ დამთავრებულიყო. ან საერთოდ, მოგვეგო კიდეც. თუმცა, პირველი ტაიმი იყო კარგი გაკვეთილი, თუ რა გვაქვს გასაკეთებელი და როგორ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და ბრძოლა. ახლა საჭიროა, კარგი და სწორი დასკვნების გაკეთება, რათა გავაუმჯობესოთ თამაში და ხარიხსი", - ამბობს ლაშა ჭაღიაშვილი, „ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი.

სანახაობრივად უხვგოლიანი და კარგად საყურებელი საუიბილეო თბილისური დერბი კი „დინამო თბილისის" გამარჯვებით 2-4 დასრულდა.




„დილა" - „ჩიხურა" 1-3

მე-20 ტურის ბოლო შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. გორის „დილამ", რომელსაც მე-19 ტურის შეხვედრა ქუთაისის „ტორპედოსთან" გადაედო, მესამე წრის პირველი მატჩი გამართა საჩხერის „ჩიხურასთან".

სატურნირო ცხრილის მე-3 და მე-4 საფეხურზე მყოფი გუნდების დაპირისპირება საკმაოდ პრინციპულ ხასიათს ატარებდა. ამას გარდა, გორელებისთვის მეორე წრის ბოლო მატჩში, თბილისში, „დინამო თბილისთან" განცდილი მარცხის შემდეგ, აუცილებელი იყო რეაბილიტაცია. თუმცა, „დილაში" განხორციელებული ცვლილელების მიუხედავად, როგორც სჩანს, ევროპის უეფა ლიგაზე „ნავარჯიშებმა" „ჩიხურამ", „დილას" უფრო აჯობა და სოსო ფრუიძის შეგირდებმა პირვლივე ტაიმის შემდეგ, ორბურთიანი სხვაობით შეძლეს დაწინაურება. გოლები ირაკლი ბუღიძემ და გიორგი გაბედავამ გაიტანეს.

მეორე ტაიმის მიწურულს საჩხერელთა ერთ-ერთი ბოლო იერიშისას, 90-ე წუთზე საკუთარ კარში ბურთი ჩაჭრა ერიკს სანტოსმა. მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის უკანასკნელ წუთზე კი გაირა ჯუფისთან უხეში თამაშისთვის, მატჩის არბიტრმა გოგა კიკაჩეიშვილმა 11-მეტრიანი დანიშნა. გორელთა ერთ-ერთმა ლიდერმა, ლეანდრო რიბეირომ კი რომელსაც ამ მომენტისთვის ეროვნულ ლიგაში 8 გოლი ჰქონდა გატანილი, მორიგი შანის ხელიდან არ გაუშვა და პირად ნადავლს კიდევ 1 გოლი მიუმატა. ამ დღეს, „ჩიხურას" კარს კვლავ დინო ჰამზიჩი იცავდა, რომელმაც ეროვნილი ლიგის მე-19 ტურის მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. ეს შეხვედრა კი „ჩიხურამ" 1-3 მოიგო.


***

მე-20 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრულის სამეული ასე გამოიყურება „საბურთალო", „დინამო თბილისი", „ჩიხურა" (იხილეთ ცხრილი სრულად). მომდევნო ტური კი 17, 18 და 19 აგვისტოს გაიმართება.


გამოყენებულია:

სკ "ტორპედოს", "საბურთალოს" "დინამო თბილისის", ასევე ეკა ელოშვილის ფოტოები