აფი გიგანი, პირველი ქართველი მთამსვლელი, რომელმაც ბროუდ პიკიდან გადმოიხედა
აფი გიგანი, პირველი ქართველი მთამსვლელი, რომელმაც ბროუდ პიკიდან გადმოიხედა

ქართველი მთამსვლელი აფი გიგანი საერთაშორისო ექსპედიციასთან ერთად 17 ივლისს, ბროუდ პიკზე ავიდა. ამის შესახებ, სხვადასხვა წყაროები იტყობინებოდნენ. ცენტრალურ აზიაში ამ მწვერვალის დალაშქვრის შემდეგ აფის აქტივში მორიგი 8-ათასიანი ჩაიწერა.  ბროუდ პიკის ბანაკში აფის გარდა კიდევ ორი ქართველი მთამსვლელი ბიძინა გუჯაბიძე და ავთო ცინცაძეც იმყოფებოდნენ.


"ბროუდ პიკის (8047მ) ექსპედიციაზე ვრცლად მერე დავწერ, ახლა მხოლოდ იმას ვიტყვი რომ მთა მოულოდნელად გაცილებით საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით!

მე და ავთო ცინცაძე თითქმის გამონაკლისი ვიყავით იმ სამ ასეულ მთამსვლელს შორის რომლებმაც ბალტოროს მყინვარზე მოიყარეს თავი ასვლებისთვის, ჩვენ არ გვყავდა შერპები, მოსიმაღლე მზიდავები და არ გვქონდა ჟანგბადი! ექსპედიციის ღირებულებაც 9-10 -ჯერ იაფი იყო სხვებთან შედარებით! ამინდები წელს ყარაყორუმში არ იყო ხელსაყრელი ასვლებისთვის, ჩვენმა ორკაციანმა გუნდმა მხოლოდ 7000 მ-ზე მოვახერხეთ ღამისთევა და სრულყოფილი აკლიმატიზაცია, ამის შემდეგ დაიწყო ხანგრძლივი უამინდობა და ჩვენც სახლში დავრუნდით მშვიდობით, უმწვერვალოდ!

აფი გიგანი მონაწილეობდა საერთაშორისო ექსპედიციაში და გახდა პირველი მთამსვლელი რომელმაც ბროუდ პიკიდან გადმოიხედა! კიდევ ერთხელ ვულოცავთ აფის წარმატებას!" - წერს ბიძინა გუჯაბიძე საკუთარ სოციალურ ქსელში.


TSFF.GE აფი გიგანს მორიგ წარმატებულ მწვერვალს ულოცავს, ბიძინა გუჯაბიძისგან კი ბროუდ პიკის შესახებ საინტერესო ჩანახატს ელოდება.