პარიზის საგზურისთვის საქართველოს ნაკრები რიგაში იბრძოლებს
პარიზის საგზურისთვის საქართველოს ნაკრები რიგაში იბრძოლებს
27.11.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

შვედეთში, ჟენევაში, პატრიკ ბაუმანის „სახლში" ცოტა ხნის წინ, კალათბურთში,  პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრა გაიმართა. ღონისძიების წამყვანმა კრის ბრაუნმა, დარბაზში მყოფებს და მათაც, ვინც წილისყრას ინტერნეტით ადევნებდა თვალს, შეახსენა იმ 8 გუნდის ვინაობა, რომლებსაც უკვე აქვთ, ოლიმპიური თამაშების საგზური განაღდებული და იმ ოთხ საგზურზე გაუმახვილა ყურადღება, რომლებიც 2024 წლის 2-7 ივლისს, ფიბა-ს მიერ შერჩეულ ოთხ ქალაქში - ვალენსიაში (ესპანეთი),  რიგაში (ლატვია), სან ხუანში (პუერტო რიკო) და პირეოსში (საბერძნეთი) გაიმართება. საერთო ჯამში, ოთხი საგზურის მოსაპოვებლად, 24 ქვეყნა 6-6 გუნდად, ზემოთ აღნიშნულ ქალაქებში გადანაწილდა.

საქართველოს ნაკრები რიგაში, A ჯგუფში პირველ ნომრად მოხვდა ფილიპინებისა და ტურნირის მასპინძელ ლატვიასთან ერთად. B ჯგუფში ბრაზილიის, კამერუნისა და მონტენეგროს ნაკრებები მოხვდნენ, რომლებიც ასევე რიგაში იასპარეზებენ. ტურნირის დებულების თანახმად, A1 ჯგუფის გამარჯვებული B2-ს შეხვდება, ხოლო B1-ის გამარჯვებული A2-ს. შესაბამისად, 1/2 ფინალურ წყვილებში გამარჯვებულები, ოთხიდან ერთი ოლიმპიური საგზურისთვის ფინალში ითამაშებენ.


პარიზის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე 8 თვე დარჩა. წინასაოლიმპიადო ტურნირამდე ცოტა უფრო ნაკლები. ფაქტია, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ადგილი კვლავ ვაკანტურია.  ბოლო, ჯგუფური საკვალიფიკაციო მატჩის შემდეგ, ფედერაციაში განაცხადეს, რომ რამდენიმე კანდიდატთან მოლაპარაკებები მიდიოდა, თუმცა, კონკრეტულად ახალ მწვრთნელს ნოემბრის შუა რიცხვებში დაასახელებდნენ.  დღეს 27 ნოემბერის ბოლოა, წინასაოლიმპიადო ტურნირის ჯგუფიც ცნობილია. მწვრთნელი კი, ჯერ არ გვყავს.