„ბანანას“ გვერდით „მანკი“
„ბანანას“ გვერდით „მანკი“
06.07.2018
ავტორი:

 

ზურა კვესტაძე, ბექარ ფაჯიშვილი, გუა იმნაძე და ლაშა კვეკვესირი ეს, ის ოთხი ახალგაზრდა  ქართველი მთამვლელია, რომლებმაც 2 ივლისს, ყაზბეგის რაიონში, ჭაუხის მასივში მწვერვალი ჯავახიშვილის ჩრდილო-დასავლეთ კედელზე ახალი მარშრუტი გაიარეს.

„ეს არის ერთდღიანი მარშრუტი. მაღალი კლასის ალპინიზმისთვის, ალბათ, ბევრი ვერაფრის მთქმელი. თუმცა, ჭაუხის მასივის გამოცოცხლებაში და ახალი, საინტერესო მარშრუტების გაკეთებაში, პატარა წვლილი ჩვენც შევიტანეთ", - ამბობს ზურა კვესტაძე TSFF.GE-სთან საუბარში.



ჭაუხის მასივის მწვერვალები ბოლო 2 ათეული წელია, ქართული ალპინიზმის „სამჭედლო" გახდა. ამ წლების მანძილზე, მასივში ახლაგაზრდა მთამსვლელები 1-დან 6-იანი სირთულის მოკლე, მაგრამ სირთულესთან ერთად მომატებულ ტექნიკურად რთულ მარშუტებს გადიან. ამასთან, ბოლო წლებში, სწორედ ახლაგაზრდა მთამსვლელების დამსახურებით, მასივში, ახალი მარშრუტები გაჩნდა. ზამთარში, კი მასივში, რომელიც ერთ-ერთი ყველა ცივია, საგრძნობლად მომრავლდა ზამთრის ასვლები.

„ამ კედელზე არის ერთი ძველი მარშუტი "ბანანი" - 5A სირთული,  რომელიც წლები უკვე არავის გაუვლია. ბოლოს, მგონი 20 წლის წინ იარეს  და არც ამ კედელზე ყოფილა დიდი ხანი ვინმე.  ახალი მარშუტით, იმედი გვაქვს ძველ „ბანანსაც" გამოვაცოცხლებთ და ახალ "მაიმუნზეც"   გავუშვებთ მეგობრებს რჩევებით და რეკომენდაციებით"- ამბობს ზურა კვენტაძე.



ახალ მარშრუტი, რომელიც 5 A კატეგორიისაა ამიერიდან, ალპინისტურ წრეებში „მანკის" სახელით იქნება ცნობილი. „მანკი", როგორც ახალგაზრდა ალპინისტებმა აგვიხსნეს არის  ახალი ხაზი, 5 ახალი თოკი, გაუვლელ კედელზე, რომლის გავლსაც ზურა კვესტაძემ, ბექარ ფაჯიშვილმა, გუა იმნაძემ და ლაშა კვეკვესირმა 1 დღე მოანდომეს და ე.წ. წინ მუშაობაში, ყველამ ცოტ-ცოტა წვლილი შეიტანა.