სფფ-ის სპორტული სამართლიანობის დაცვის განყოფილების განცხადება
სფფ-ის სპორტული სამართლიანობის დაცვის განყოფილების განცხადება
04.07.2018
ავტორი:

რამდენიმე წუთის წინ სფფ-ს ოფიციალურმა გვერდმა გააკეთა განცხადება, ელიგის მე-17 ტურის ფოთის "კოლხეთი 1913" -"დინამო თბილისის" მატჩის ირგვლივ ატეხილი სკანდალის გამო. გთავაზობთ განცხადებას:

***

სფფ-ის სპორტული სამართლიანობის დაცვის განყოფილებამ 29 ივნისს დააყენა შუამდგომლობა სფფ-ის სადისციპლინოდა საფეხბურთო დავების განმხილველ კომიტეტში, რომლის სხდომაც გაიმართა სამშაბათს, 3 ივლისს.

სფფ-ის სპორტული სამართლიანობის დაცვის განყოფილებამ უეფას შესაბამისი სამსახურიდან მიიღო შეტყობინება იმისთაობაზე, რომ კოლხეთის 1913-ის მიერ ადგილი ჰქონდა არაკეთილსინდისიერ ასპარეზობას და მატჩების მსვლელობასადა შედეგზე მანიპულირების მცდელობას.

უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ანგარიშების საფუძველზე დადგინდა, რომ კოლხეთი 1913-ისრამდენიმე მოთამაშე ერთმანეთთან შეუთანხმებლად ან ჯგუფურად ახორციელებდა მატჩების მსვლელობასა და შედეგზემანიპულირებას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თფას ანგარიშში არ იკვეთება კოლხეთი 1913-ის მოწინააღმდეგეთამხრიდან რაიმე სახით გარიგებაში ყოფნის ნიშნები.

სადისციპლინო კომიტეტი გაეცნო წარდგენილ დოკუმენტაციას, მოუსმინა კოლხეთი 1913-ის წარმომადგენელს და სფფ-ისსადისციპლინო კოდექსის 126-ე მუხლის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, გუნდისთვის 6 ქულის დაკლების შესახებ. ამასთანავე კოლხეთი 1913-ის მოთამაშეებს ლაშა გოგონაიას, ბორის მახარაძეს, ზურაბ არზიანს, გიორგი კილასონიას დათორნიკე ჯიმშელეიშვილს მიეცათ 6-თვიანი დისკვალიფიკაცია.

ვინაიდან, ფეხბურთში არასპორტული მეთოდების ნებისმიერი გამოვლინების მიმართ საქართველოს ფეხბურთისფედერაციის შეურიგებელი პოზიცია უცვლელია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთანურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სფფ მიმართავს შესაბამის უწყებას, რომელიც საკუთარიკომპეტენციის შესაბამისად განიხილავს აღნიშნულ საკითხს.

სფფ-ის სპორტული სამართლიანობის დაცვის განყოფილება

 რამდენიმე წუთში სფფ-ში აღნიშნულის შესახებ განცხადებას დავით მუჯირი გააკეთებს. მას მოგვიანებით შემოგთავაზებთ