მარიმ მოუსვა
მარიმ მოუსვა
01.07.2018
ავტორი:

იტალიის ქალაქ აურონზოდან, სადაც  კანოეში, ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატში ქართველო გოგონა ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა, საქართველოში ამ დღეებში დაბრუნდება და ეროვნული გამოცდების ფერხულში ჩაებმება.

„გამომდინარე იქიდან, რომ ევროპის ჩემპიონატი იყო, რა თქმა უნდა, კონკურენციაც ძლიერი იყო. მედალზე, არც ვფიქრობდი. უბრალოდ, მინდოდა კარგად გამოვსულიყავი", - ამბობს TSFF.GE-სთან საუბარში მარიამ ქერდიკაშვილი.

23-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალური გაცურვისას 500 მეტრიან დისტანცია, მარიამმა მანძილი 00:02:16.469 დაფარა და რბოლის გამარჯვებულს ლუდმილა ლუზანს უკრაინიდან, მხოლოდ მცირედით ჩამორჩა.



„შესანიშნავი გრძნობაა, როდესაც შრომა გიფასდება. კმაყოფილი ვარ კიდევ იმით, რომ ჩემი გულშემატკივარიც გავაბედნიერე. თავიდან, ზოგადად ნიჩბოსნობამ დამაინტერესა. ბაიდარითაც დავდიოდი, მაგრამ მივხვდი, რომ ის ჩემი სპორტის სახეობა არ იყო. ამის შემდეგ, დავიწყე კანოეთი ვარჯიში. ყველას უკვირდა, რომ სპორტის ამ სახეობამ გამიტაცა. მანამდე, საქართველოში ქართველი კანოისტი ქალი არავის ჰყდვა ნანახი", - ამბობს მარიამი.   

მომავალი შეჯიბრი, ქართველ კანოისტ ქალს, 26-29 ივლისს მსოფლიო ჩემპინატზე ელის. მანამდე კი მარიამ ქერდიკაშვილს, ეროვნული გამოცდების ციებ-ცხელების გადაგორება მოუწევს.