ფუტსალის ლიგას საქართველოს ჩემპიონი 15 ივნისს ეყოლება
ფუტსალის ლიგას საქართველოს ჩემპიონი 15 ივნისს ეყოლება
11.06.2018
ავტორი:

ფუტსალის  ლიგის 2017-18 წწ. სეზონის ჩემპიონს გამოსავლენად მესამე შეხვედრა დაინიშნა.  ფინალური სერიის ორი მატჩის შემდეგ "კოლხი-გულრიფშსა" და „ტატიშვილს" შორის, ანგარიში საყაიმოა 1-1.  ამ გუნდების პირველი ფინალური შეხვედრა, „კოლხის" გამარჯვებით 3-0 დასრულდა. განმეორებით მატჩში კი საყაიმო ანგარიში 0-0 დაფიქსირდა. ამიტომ, ტურნირის დებულების თანახმად ჯერ დამატებითი ტაიმები, ბოლოს კი 6 მეტრიანი დარტყმები დაინიშნა.

„მინდა მივულოცო „ტატიშვილს" გამარჯვება. ძალიან  დაძაბული და  საინტერესო  შეხვედრა  გამოვიდა. იყო, უამრავი  მომენტი  ორივე  კარში თუმცა, გოლი არ გავიდა. საბოლოოდ,  ყველაფერი პენალტების  სერიაში გადაწყდა. დაინიშნა  მესამე  თამაში, ვფიქრობ, რომ ჯერ არაფერი არ არის დამთავრებული, ორივე გუნდს გვაქვს იმის საშუალება, რომ  დავიმასახუროთ, ქვეყნის  ჩემპიონის  სტატუსი,  ჩვენი  გუნდი კი ყველაფერს   გავაკეთებთ  იმისათვის  რომ პირველობა  ჩვენ დაგვრჩეს", - ამბობს, ამირან ცხომარია, „კოლხის"  კაპიტანი.

6 მეტრიანი დარტყმების  სერიაში მედიკოსებმა 3-1 სძლია მეტოქეს და  ფინალურ  სერიაში  „კოლხთან" ანგარიში გაათანაბრა 1-1. 

„ძალიან მაგარი თამაში  იყო, 6 მეტრიანებში,  გაგვიმართალა  და  ჩვენმა  გუნდმა  მოიგო, პირველ  შეხვედრაში  გვქონდა  რაღაც  ხარვეზები რაც  განვიხილეთ, ვიმუშავეთ  და  მეტოქეს  გოლის  გატანის  საშუალება  არ  მივეცით.  მესამე   თამაშში, ვფიქრობ  რომ  ფსიქოლოგიური უპირატესობა  ჩვენს  მხარეს  იქნება", - ამბობს, ვახტანგ კეკელია, („ტატიშვილი").

მედიკოსების რიგებიდან გოლები გიორგი თოთლაძემ, თემურ ექიზაშვილმა  და  გიორგი სილაგავამ გაიტანეს. „კოლხი-გულრიფშის" ფეხბურთელებიდან ზუსტი დარტყმით  თავი ომით ნაბათალიზადემ  გამოიჩინა .საქართველოს ფუტსალის  ლიგის  ფინალური სერიის  მესამე გადამწყვეტი შეხვედრა 15 ივნისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.