გაბელიას გოლით, „ბიიკმა" თასი აიღო
გაბელიას გოლით, „ბიიკმა" თასი აიღო
11.05.2018
ავტორი:

საქართველოს ორგზის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი გულნარა გაბელია ყაზახეთის თასის მფლობელი გახდა. ქართველი ფეხბურთელის მიერ ფინალურ მატჩში გატანილი გოლი კი, გადამწყვეტი აღმოჩნდა.

ყაზახეთის თასისი ფინალში, შიმკენტის „ბიიკ კაზიგიურტმა" 1-0 დაამარცხა კოკშეტაუნსის „ოკჟეტპესი" და ტროფეის დაეუფლა.

გაბელიას გუნდმა, ბულგარელი მწვრთნელის კალოიან პეტკოვის ხელმძღვანელობით აღნიშნული თასი მე-7 აიღო. ქართველი ფეხბურთელის სათვალაშვი კი ეს, ბულგარელ სპეიცალისტის მწვერთნელობისას მიღებული მე-6 თასია.

ყაზახეთში, ადგილობრივი ჩემპიონატი მაისის ბოლოს დაიწყება. ქართველი ფეხბურთელი ქალის, გულნარა გაბელიას გუნდი კვლავ შეეცდება არსებული ტიტულების შენარჩუნებასა და შესაბამისად ქალთა შორის ჩემპიონთა ლიგაზე, საკუთარი შედეგის გაუმჯობესებას.