21 გატანილი გოლი და მშრალად შენახული კარი
21 გატანილი გოლი და მშრალად შენახული კარი
12.04.2018
ავტორი:

საქართველოს ქალთა ლიგის გათამაშებას 5 ტურის შემდეგ, ქულათა მაქსიმალური რაოდენობით - 12 ქულით, სათავეში, ჩემპიონატის დებიუტანტი თბილისის „ნიკე" ჩაუდგა. მორიგი 3 ქულა „ნიკემ" თბილისურ დერბიში „თბილისის თბილისთან" მოიპოვა. მატჩი „ნიკეს" სრული უპირატესობით წარიმართა და 3-0 დასრულდა. საწყისი გოლი „ნიკეს" ფეხბურთელებმა შეხვედრის სტარტზევე გაიტანეს. ანი პოღოსიანმა კარგად შენიშნა მეტოქის კარიდან გამოსული მეკარე და შორი მანძილიდან ბურთი თავზე გადაუგდო.  „თბილისის" კარში მეორე გოლი ამალი ხანდაზიანმა გაიტანა. მეორე ტაიმში კი დუბლი ანა პოღოსიანმა გაიფორმა.

„თბილისის თბილისთან" მატჩი, რომ ადვილი არ იქნებოდა ნამდვილად ვიცოდით. მოწინააღმდეგე გუნდი, საკმაოდ კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ჩვენი უპირატესობის მიუხედავად, თამაში დაძაბულად წარიმართა. მაგრამ ვთვლი, რომ ამ მომენტში, ჩვენი გუნდი უფრო ძლიერი იყო და დამსახურებლად გავიმარჯვეთ", - ამბობს ნათია სხირტლაძე, „ნიკეს" კაპიტანი და ქალთა ეროვნული ნაკრების მცველი.


ამ მომენტისთვის თბილისის „ნიკე" რომელიც 5 ტურიდან 4 მატჩის შემდეგ, ქულათა მაქსიმალური რაოდენობით, 12 ქულით, სატურნირო ცხრილს უდგას სათავეში 21 გატანილი გოლი აქვს, საკუთარ კარში კი, ჯერ-ჯერობით არც ერთი მიღებული.

მეორე ტაიმში შეჩერდა მატში „ჩხოროწყუსა" და „ნორჩი დინამოს" მონაწილეობით. შეხვედრას, პირველი ნახევრის შემდეგ, ანგარიშით 0-5, სტუმრები იგებდნენ. ჩხოროწყუელთა გუნდიდან კი თამაშის განახლება, ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე მოთამაშემ მეორე ტამში ვეღარ მოახერხა. შეხვედრის მომსახურე პერსონალმა, ტურნირის დებულებით იხელმძღანელა და მატჩი აღარ გააგრძელა. ახლა შესაბამის სამსახურების გადასაწყვეტია, „ნორჩ დინამოს" ტექნიკური მოგება ჩაეთვლება თუ შეხვედრის დარჩენილ მონაკვეთს გუნდები გადაითამაშებენ.



წარუმატებელი სტარტის შემდეგ, მეორე თამაშია ზედიზედ იმარჯვებს ბათუმის „დინამო". აჭარლები მეორე მატჩში ერთნაირი ანგარიშით 4-0 იგებენ. ამჯერად, მე-5 ტურის შეხვედრაში მათ ხაშურის „ივერია" დაამარცხეს. გოლები გამარჯვებულთაგან  თაკო დოლიძემ, მარიამ ართმელაძემ, ლიკა აბაშიძემ და სოფო რიჟამაძემ გაიტანეს. ამ შეხვედრის შემდეგ, „დინამომ" 7 ქულა დააგროვა და გათამაშების ცხრილში მე-6 საფეხურზე იმყოფება.



საინტერესო გამოდგა შეხვედრა ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ ქუთაისის „მართვესა" და ლანჩხუთის „ლანჩხუთს" შორის. მასპინძლებმა, მატჩის დასაწყისშივე მოახერხეს სწრაფი გოლის გატანა. ანგარიში თამთა შენგელიამ გახსნა. თუმცა, წონასწორობა, სტუმრებმა მალევე აღადგინეს, 1-1. გოლი, თამარ სალუქვაძემ  გაიტანა.  ამის შემდეგ, „მართვემ" თამაშის სადავეების ხელში აღება და ლანჩხუთელთა კარში 3 გოლის გატანა მოახერხა.  გოლები ნინო გურგენიძემ, თამთა შენგელიამ (დუბლი გაიფორმა) და ანა სინატაშვილმა გაიტანეს. ალბათ, აღნიშვნის ღირსია სინატაშვილის გოლი, რომელიც ქუთაისელთა გააზრებულ კომბინაციას მოჰყა. ცალკე აღნიშვნის ღირსია, საგოლე გადაცემის „ასისტიც". ქალთა გათამაშების ერთ-ერთმა ბომბარდირმა, სალომე გასვიანმა, რამდენიმე ლანჩხუთელის მოტყუება შესძლო, კარგად შენიშნა „თავისუფალი" თანაგუნდელი და ბურთი გურულების საჯარიმოს გასწვრივ ჩააწოდა. იქ კი, ანი სინატაშვილმა შეირბინა და ერთი შეხებით, გადაგზავნა ბურთი „ლანჩხუთის" კარში.

კიდევ ერთი, გარემოება, რის შესახებაც აუცილებლად არის საჭირო ყურადღების გამახვილება - ქუთაისის "მართვე" ქალთა ლიგაზე მოასპარეზე გუნდებს შორის ერთადერთია, რომელიც იმავე მოედანზე თამაშობს, რომელზეც ეროვნული ლიგის თამაშები ტარდება.

ტურის მე-5 შეხვედრაში გათამაშების აუტსაიდერები დაუპირისპირდნენ. გორში შეხვედრა, ქსკ „გორი იუნატედსა" და ქსკ „კოლხეთს" (ხობი) შორის ერთბურთანი სხვაობით, ხობელთა გამარჯვებით 2-3 დასრულდა.

ქალთა ლიგის მომდევნო ტურის მატჩები 17 აპრილს გაიმართება.


მასალაში გამოყენებულია ქსკ "დინამო" ბათუმისა და ქუთაისის "მართვეს" ფოტოები