თბილისური დერბიდან თბილისურ დერბიმდე
თბილისური დერბიდან თბილისურ დერბიმდე
06.04.2018
ავტორი:

მორიგ თბილისურ დერბიმდე „საბურთალო" და „დინამო თბილისი" 12-12 ქულით გათამაშებას ჩაუდგნენ სათავეში. თუკი დინამოელებმა პრინციპული თამაში მოიგეს საჩხერის „ჩიხურასთან", „საბურთალომ", ამ წლის პირველი თბილისური დერბი და პირველი თამაში წააგო „ლოკომოტივთან", რომელიც მიმდინარე სეზონზე, არც თუ სახარბიელოდ ასპარეზობს.

საფეხბურთო კლუბ „სამტრედიაში" კი უარყოფენ, რომ გუნდი მთავარმა მწვრთნელმა დატოვა და თუმცა, სამტრედიელთა მორიგი დამარცხების შემდეგ, ამჯერად ქუთაისის „ტორპედოსთან", ეს თემა კვლავ განსჯის საკითხი გახდა.  ეროვნულ ლიგამდე ერთობ „ამბიციურმა" დებიუტანტმა „რუსთავმა" კი, უსახურ  და მოსაწყენ თამაშში 3 ქულა აიღო.  

 

„ტორპედო" -„ სამტრედია" 1-0

მე-5 ტურის ბოლო მატჩი, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა. ამ შეხვედრისთვის, სამტრედიელების განაცხადში, გუნდის მთავარი მწვრთნელის გასწვრივ, კი ეწერა უჩა სოსიაშვილი, თუმცა გუნდი, „ტორპედოს" წინააღმდეგ სათამაშოდ თამაზ სამხარაძემ გაიყვანა.  „სამტრედიისა" და მისი მთავარი მწვრთნელის ურთიერთობის გასარკვევად, როგორც ამ ტურამდე გვირჩიეს, კლუბის საიტზე შევიხედეთ, თუმცა, ამ ინფორმაციის გარდა, რის შესახებაც ქვედა ფოტოზე ნახავთ, სხვა „სიახლე" ვერ ამოვიკითხეთ. თუმცა, ისევე, როგორც მოქმედი ჩემპიონის ვებ-გვერდზე.


უბრალოდ, კრიტიკაში არ ჩაგვითვალონ, მაგრამ მაშინ, როდესაც, მედიის წარმომადგენლებს ინფორმაციის მისაღებად ამა თუ იმ კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე უთითებ, ის გვერდი ყველაზე მცირე, კონკრეტული კლუბის მატჩის შესახებ დაწერილი ინფორმაციით მაინც უნდა გიზიდავდეს. მითუმეტეს, თუკი სულ რაღაც 3 თვეში, ეს გუნდები ევროტურნირებზე თამაშისთვის ემზადებიან და ქართველ ჟურნალისტებს, რომ თავი დავანებოთ, იმ პოტენციური მოწინააღმდეგე ქყვეყნებისა და კლუბების მედიისთვისაც საქილიკო თემაა, გუნდი, რომელიც საკუთარ თამაშზე „ნიუსს" არ დებს. არაფერს ვამბობთ გვერდებზე ატვირთულ გაუმართავ ცხრილებზე.  

ამ მატჩის პირველი ტაიმი კი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა, თუმცა ფრედ 0-0 დასრულდა. შეხვედრის ერთად-ერთი გოლი 88-ე წუთზე გავიდა. ლევან კუტალიამ, კარგად ისარგებლა სამტრედიელთა მცველის ივან  ფატიჩის შეცდომით და მის მიერ, ცუდად მოგერიებული ბურთი, ოდან უკან მყოფ ბექა ტუღუშს გადააწოდა, რომლის დარტყმაც მატჩის მიწურულს ზუსტი აღმოჩნდა. "ტორპედომ" 1-0 მოიგო.


„ჩიხურა" - „დინამო თბილისი" 2-1

ამ ორი გუნდის ტრადიციულ დაპირისპირებაში გატანილი, გოლების, 11-მეტრიანებისა და ერთი გუნდის საზიანოდ შემოდგომადმოსული ყვითელი ბარათების გარდა, კვლავ ფიგურირებდა მსაჯების თემაც. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ „ჩიხურასა" და „დინამო თბილისის" დაპირისპირებების დროს, მსაჯის ქმედება, რომელიც 11-მეტრიანს 3-ჯერ ასრულებინებს ერთსა და იმავე ფეხბურთელს (ივანწმინდაში წლების წინ, ამ გუნდების დაპირისპირება გვაქვს მხედველობაში, როდესაც ბაჩანა არაბულმა 3-ჯერ დაარტყა 11-მეტრიანი) და ძირითადად, მხოლოდ, ერთი გუნდის ფეხბურთელების „უხეშობებს" ამჩნევს, საეჭვოდ, არა „დაზარალებული" არამედ, მეორე გუნდის წარმომადგენლება მიიჩნიეს.  

„რთულია ამ ცხელ გულზე ისაუბრო. მე ვფიქრობ,  წაგებას არ ვიმსახურებდით. რადგან ჩვენ პრეტენზია გვაქვს 11-მეტრიანზე, რომელიც არ დადო დინამოს კარში და გოლზე, რომელიც ჩვენ გაგვიტანეს. რა თქმა უნდა ამას ყველაფერს განვიხილავთ და შემდეგ ვიტყვით ჩვენს საბოლოო პასუხს და რაც შეეხება კიდევ უშუალოდ თამაშს კიდევ, იბრძოლეს ბიჭებმა. მადლობა მინდა მათ ვუთხრა ამ წარმატებისთვის," - ამბობს „ჩიხურას" მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძე. თუმცა, მსაჯობაზე განაწყენებული, პრივატ-საუბარში ამატებს, რომ პრეტენზია გვერდით მსაჯებზე აქვს, რომლებმაც პირველ ტაიმში „ჩიხურას" კარში გოლი ჩათვალეს, მეორეში კი პენალტი „ვერ დაინახეს".



საჩხერელებმა, რომ იბრძოლეს, ამას არც დინამოელები უარყოფენ. მატჩი, რომელიც შეიძლება ითქვას, პირველი ტაიმის 22 წუთში დასრულდა, დიდად სანახაობრივად არ გამოირჩეოდა. თუმცა, ამაში არც ერთი და არც მეორე გუნდი არაა დამნაშავე. დიდად ვერც მსაჯთა ბრიგადას დაადანაშაულებ, რადგან იყო შეცდომები, თუმცა, არც ისეთი გამოკვეთილი, რომ მატჩის ბედი გადაეწყვიტა. ყველაზე მეტად, რაც ამ თამაშში ფეხბურთელებს ხელს უშლიდა, მინდვრის საფარის მდგომარეობა იყო „პეტრო არენაზე".

„ჩვენ დღეს რთული თამაში გვქონდა. პირველი 15 წუთი, ჩვენი ფეხბურთი არ გვითამაშია. უბრალოდ, სხვა ფეხბურთზე გადავედით. ეს, ალბათ ჩვენი შეცდომაც იყო და „ჩიხურას" დამსახურებაც. ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებმა მაინც შესძლეს, რომ ეს შედეგი ეჩვენებინათ. ამიტომ, ბიჭებს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. თუმცა, ამ საფარზე საერთოდ ძნელი იყო დღეს ფეხბურთის თამაში. ალბათ, ამიტომ არ გამოგვივიდა ჩვენც"- ამბობს კახა კაჭარავა, „დინამო თბილისის" მთავარი მწვრთნელი.



ამ მატჩში, სადებიუტო გოლი, „დინამო თბილისის" კიდევ ერთმა ახალწვეულმა, მე-20 ნომერმა გაიტანა. ნიკა ძალამიძემ, თბილისელთა კლუბის ახალგაზრდა მცველი ლევან ხარაბაძის ზუსტი გადაცემის შემდეგ, ძლიერი დარტყმით გაიტანა.  საჩხერელთა საჯარიმოში, უმეთვალყურეოდ დარჩენილ ნიკა ძალამიძეს, ჰამზიჩის კარში ბურთის გადაგზავნა არ გასჭირვებია.  ძალამიძეს, დუბლის შესრულება შეეძლო  მეორე ტაიმის დებიუტშიც, როდესაც მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა დარტყმა დააგვიანა. საგოლე მომენტები ვერ გამოიყენეს ბუდუზ ზივძივაძემ და ოთარ კიტეიშვილმა. ორივე გუნდმა გააფუჭა 11-მეტრიანები.

შეხვედრა კი „დინამო თბილისმა" 1-2 მოგიო. ძალამიძის გარდა დინამელთაგან ოთარ კიტეიშვილმა ულამაზესი საჯარიმო დარტმით გაიტანა.  ეს სწორედ ის გოლია, რომელიც საჩხერელთა მთავარი მწვრთნელის თქმით არ უნდა ჩათვლილიყო. „ჩიხურადან" კი ამ მატაჩში ერთადერთი გოლი გიორგი გაბედავამ გაიტანა.  საჩხერელმა კარგად ისარგებლა დინამოელთა მცველის შეცდომით და კარგად შენიშნა წინ გამოსული თბილისელთა მეკარე. ასე, რომ ბურთის გატანა არ გასჭირვებია.




„თუ 3 გატანილ გოლს და 2 გაფუჭებულ პენალტს ჩავთვლით, მატჩი საკმაოდ სანახაობრივი იყო. თამაშის სტარტი კარგი გამოგვივიდა, სწრაფი გოლი გავიტანეთ, მეორე გოლის გატანის შანსიც გვქონდა. თუმცა, ამ მომენტში საჩხერელებმა მოახერხეს თამაშს გათანაბრება. მეორე ტაიმში გვჯობდნენ კიდეც, მაგრამ ეს, ალბათ, უფრო ჩვენი უყურადღებობის ბრალი იყო. რაც შემდეგ თამაშებში აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. ჩვენ, მეორე ტაიმში ვერ ვაჩვენეთ ის სათამაშო ხარისხი, როგორიც შეეფერება „დინამოს". თუმცა, მთავარია, რომ გავიმარჯვეთ, 3 ქულა მოვიპოვეთ და ახლა, უკვე შემდეგი თამაშისთვის, „საბურთალოსთვის" მოვემზადებით", - ამბობს ოთარ კიტეიშვილი.

მომდევნო ტურში, „საბურთალოსთან" დაპირისპირებას დინამოელთათვის კიდევ ერთ მნიშნელობა აქვს. 2017 წლის სეზონზე, ვადამდე ადრე, სწორედ, ამ გუნდთან თამაშში გამარჯვების შემთხვევაში შეეძლო „დინამო თბილისს" ჩემპიონობა გაეფორმებინა. თუმცა, დინამოელებმა, მაშინ ეს ვერ შესძლეს და ახლა, ორმაგი მოტივაციით მოუწევთ თამაში.


„საბურთალო" კარგად დაკომპლექტებული გუნდია. კარგი ფებხურთელები დაიმატა. ადვილი თამაში, ნამდვილად არ გველის. ასე, რომ ვნახოთ კიდევ. 15-მდე დიდი დროა დარჩენილი. ჩვენი ფეხბურთელები შეეცდებიან, რომ მოასწრონ აღდგენა. ასე, რომ კარგი და ლამაზი თამაში იქნება. მე, ამის დიდი იმედი მაქვს", - ამბობს კახა კაჭარავა.

დინამოელთათვის მორიგი თბილისური დერბი 15 აპრილს, „დინამო არენაზე" გაიმართება.


„საბურთალო" - „ლოკომოტივი"  1-2

მე-5 ტურის თბილისურ დერბიში კი ამ მომენტისთვის სატურნირო ცხრილის ლიდერი და ბოლოადგილოსანი შეხვდნენ. თუმცა, „ლოკომოტივმა" სწორედ, ამ მატჩში მოახერხა ნავსის გატეხვა, მიმდინარე ჩემპიონატში პირველი 3 ქულის აღება. „საბურთალომ" კი, რომელმაც 2018 წლის ეროვნული ლიგა ქულადაუკარგავად დაიწყო, ერთ მატჩში 3 ქულა გაანიავა.

„ვიცოდით, რომ ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა. ამ სეზონზე, „საბურთალო" კარგი გუნდია. თუმცა, ჩვენი წარუმატებელი სტარტის შემდეგ, უკვე დრო იყო 3 ქულა აგვეღო.  კონკრეტული მატჩისთვის, მეტოქე, კარგად გვყავდა შესწავლილი და ბუნებრივია, ამან შედეგიც გამოიღო. ეს მოგება, „ლოკოსთვის" სტიმულიც არის და იმედია, ჩვენ თამაშის ხარისხს გამოვასწორებთ. გამარჯვება და ქულების აღება, შემდეგ თამაშებშიც უნდა მოვახერხოთ", - ამბობს ნიკა ჭანტურია, „ლოკომოტივის" კაპიტანი.



ლოკომოტიველთა მე-4 ნომერი, ამ ტურის შემდეგ, ერთბაშად ორმა ქართულმა სპორტულმა პორტალმა დაასახელა ტურის სიმბოლურ ნაკრებში. აღსანიშნავია, რომ თბილისური დერბი, „ლოკომოტივისთვის", საქართველოს ჩემპიონატებში გამართული მე-200 მატჩი იყო. ლაშა ჭაღიაშვილმა კი სასტარტო შემადგენლობაში დისკვალიფიცირებული გიორგი გაბაძის ნაცვლად, მარჯვენა მცველის პოზციაზე თეიმურაზ ღონღაძე, დაცვის ცენტრში, დაჩი ცნობილაძის ნაცვლად  უჩა ლობჟანიძემ დააყენა. მატჩშიც პირველი გოლი „ლოკომოტივის" ფეხბურთელებმა გაიტანეს. 57-ე წუთზე, „საბურთალოს" კარი, ვატო არველაძემ აიღო. კიდევ 13 წუთში, კი  მამია გავაშელიშვილმა ანგარიში 2-მდე გაზარდა. ლოკომოტიველებმა მატჩის მიწურულს კიდევ ერთი გოლი გაიტანეს, მხოლოდ ამჯერად, საკუთარ კარში. შეხვედრაში წერტილი რომან ჭანტურიას ავტოგოლმა დასუვა 1-2



თბილისის „ლოკომოტივი" მომდევნო მატჩს 14 აპრილს, ბოლნისის „სიონის" წინააღმდეგ გამართავს. „საბურთალო" კი „დინამო თბილისს" შეხვდება.

 

„სიონი" - „რუსთავი" 0-2

ეროვნულ ლიგაში ამოსული ბოლნისის „სიონი", რომელსაც ყოფილი დინამოელი ბუბა ტყავაძე ჰყავს მმართველ რგოლში, „რუსთავს" დაუპირისპირდა, რომელიც ასევე ქევდა ლიგიდან ელიგაში გადმოსვლის შემდეგ, „დინამო თბილისის" ბოლო წლების წამყვანი მოთამაშეებით არის დიდწილად დაკომპლექტებული. მიუხედავად ამისა, „რუსთავი", ჩემპიონატში დებიუტში „დინამო თბილისთან" მოგებული თამაშის შემდეგ, პირველად ახერხებს 3 ქულის მოპოვებას და 3 წაგებული მატჩის შემდეგ გამარჯვებას.


მიუხედავად ამისა, „რუსთავი" არც ამ შეხვედრაში გამოირჩეოდა იმ უპირატესობით, რაც თუნდაც, მის რიგებში მოთამაშე გვარებსა და სახელებს უნდა გამოეკვეთათ.  ეროვნული ლიგის დაწყებამდე, ერთის შეხედვით ამბიციურმა გუნდმა, გოლი „სიონთან" მატჩში, მხოლოდ 39-ე წუთზე გაიტანა. ესეც, საქართველოში დაბრუნებული, ყოფილი დინამოელის მათე ცინცაძის საფირმო საჯარიმოს შემდეგ, რა დროსაც გოლი, სიონელთა კართან შექმნილ არეულობას მოჰყვა. თორემ, „რუსთავის" თამაშების შემყურეს, ეჭვი გექმნება, რომ ქვემოქართლელების გუნდში, ფეხბურთის თამაში, მხოლოდ რამდენიმეს უნდა. დანარჩენები, კი ელიან მომენტს, სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე და უცხოეთში გადაბარგებამდე.


ალბათ, სიონელებს უფრო მეტად, რომ გამართლებოდათ, ანგარიში სხვა იქნებოდა. ამ მატჩში კი 39-ე წუთზე მამუკა კობახიძემ გაიტანა გოლი. 90-ე წუთზე, კი ბოლნისელთა კარი მეორედ აიღო ბექა მიქელთაძემ. "რუსთავმა" მოიგო 0-2.

ამ ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში, ფოთის „კოლხეთი 1913" სახლში (ზესტაფონში), 0-3 დამარცხდა გორის „დილასთან".

მომევნო ტური, სააღდგომო არდადეგების შემდეგ განახლდება. თამაშები 13, 14 და 15 აპრილს გაიმართება.    



სატურნირო ცხრილი

სპორტფოტოს ფოტოები გადაღებულია ხატია ჯიჯეიშვილის მიერ