„დინამო თბილისის“ კიდევ ერთ დებიუტანტის გოლი
„დინამო თბილისის“ კიდევ ერთ დებიუტანტის გოლი
05.04.2018
ავტორი:

საქართველოში რუმინული „იუვენტუსიდან" დაბრუნებულ ნიკა ძალამიძეს, 2 თამაში დასჭირდა იმისთვის, რომ „დინამო თბილისის" მაისურით, ეროვნულ ლიგაზე სადებიუტო გოლი გაეტანა. მიმდინარე გათამაშების მე-5 ტურის მორიგ კალენდარულ მატჩში, „ჩიხურასა" და „დინამო თბილისს" შორის, დინამოელთა აქტიურობით დაიწყო და ერთ-ერთ ეპიზოდში სწრაფი გოლით დასრულა. აღსანიშნავია, რომ ნიკა ძალამიძემ დღეს, ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა.

„მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ დღევანდელ თამაშში, გუნდს გოლით დავეხმარე და პირველი გოლი შევადგე „დინამო თბილისის" მაისურით" - ამბობს ნიკა ძალამიძე.

სადებიუტო გოლი, „დინამო თბილისის" მე-20 ნომერმა, თბილისელთა კლუბის ახალგაზრდა მცველი ლევან ხარაბაძის ზუსტი გადაცემის შემდეგ, ძლიერი დარტყმით გაიტანა.  საჩხერელთა საჯარიმოში, უმეთვალყურეოდ დარჩენილ ძალამიძეს, ჰამზიჩის კარში ბურთის გადაგზავნა არ გასჭირვებია.  


„ვერ ვიტყვი, რომ სანახაობრივად კარგი თამაში იყო. თუმცა, დღეს 3 ქულის აღება, უფრო მნიშვნელოვანი იყო და ბედნიერები ვართ, რომ ის მიზანი, რაც დღევანდელ თამაში იყო დასახული, მოგება, მოვახერხეთ. მწვრთნელის დავალება, რაც იყო, თითქმის ბოლომდე შევასრულეთ და ამან, შედეგი გამოიღო" - ამბობს ნიკა ძალამიძე.

ამ მატჩში, დუბლის შესრულება შეეძლო ნიკა ძალამიძეს. თუმცა, მეორე ტაიმის დებიუტში, მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა დარტყმა დააგვიანა. დღევანდელი შეხვედრა კი „დინამო თბილისმა" 1-2 მოგიო. ძალამიძის გარდა დინამელთაგან ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა. „ჩიხურადან" კი ამ მატაჩში ერთადერთი გოლი გიორგი გაბედავამ გაიტანა.