ერთი უჩა წავიდა, მაგრამ მთავარი დარჩა
ერთი უჩა წავიდა, მაგრამ მთავარი დარჩა
02.04.2018
ავტორი:

უსიამოვნო ინციდენტი „სამტრედიასა" „კოლხეთი 1913"-ის დასრულების შემდეგ, არ გამხდარა საბაბი, სამტრედიალთა მთავარი მწვრთნელი, უჩა სოსიაშვილი გუნდიდან, რომ წასულიყო. ეროვნული ლიგის 2017 წლის გათამაშების მესამეადგილოსანი 2018 წლის გათამაშებაში, მეოთხე ტურია ვერა და ვერ ალაგებს თამაშსს. „დინამო თბილისთან" მატჩამდე, უჩა სოსიაშვილი ამბობდა, რომ მაშინ, როდესაც „სამტრედიას" დროებით არც საკუთარი სტადიონი და არც ბაზა აღარ აქვს, ურთულდება მუშაობა. შესაბამისად, დისკომფორტი აქვს სრულიად კლუბსაც. თუმცა, შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს საფეხბურთო კლუბის სტადიონის რეაბილიტაცია და რამდენიმე თვეში, გუნდი მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდება. კონკრეტულ მომენტში, სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონის სათამაშო მოედანზე, ბუნებრივი საფარის დასაგებად ყველაფერი მზადაა და მეორე წრის დაწყებისთვის, სამტრედიელთა მთავარი არენა, მზად იქნება ეროვნული ლიგის თამაშებს უმასპინძლოს.

„კოლხეთი 1913"-თან განცდილი მარცხის შემდეგ, კი „სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი მოთამაშეებს გასახდელში იმ იმედით დაემშვიდობა, რომ მეორე დღეს, კლუბის ხელმძღვანელობასთან საუბრის შემდეგ თანამდეობას დატოვებდა. ამის შესახებ, საფეხბურთო კულუარებში საუბრობენ, თუმცა, სოსიაშვილის მიერ გაკეთებულ ამ განცხადებას კლუბში ისევე უარყოფს, როგორც „სამტრედიის" მთავარი მწვრთნელისა და კლუბის ხელმძღავნელობის შეხვედრას.

ბოლო ინფორმაციით, კლუბი სამტრედიაში გაემგზავრა, სადაც ეროვნული ლიგის მე-5 ტურის მატჩისთვის მოემზადება. ამ ტურში, „სამტრედია", ქუთაისის „ტორპედოს" დაუპირისპირდება. იმერული დერბისთვის მზადებას მალე თავად სოსიაშვილიც შეუერთდება. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის საწყის ეტაპზე, კლუბმა საშინაო თამაშები თბილისში, მიხეილ მესხზე გამართა.

კლუბი მთავარმა მწვრთნელმა არა, მაგრამ შეგახსენებთ რომ „დინამო თბილისთან" მატჩის შემდეგ, გიორგი განუგრავამ და უჩა ლობჟანიძემ დატოვეს. რაც შეეხება, გუშინ „სამტრედია" -„კოლხეთი1913"-ის შეხვედრას, რომელშიც, იმერული გუნდი 0-2 დამარცხდა, მატჩის შემდეგ მომხდარ ფაქტს, სავარაუდოდ, სადისციპლინო კომისია განიხილავს. თამაშის დასრულების შემდეგ, „კოლხეთი 1913"-ის ნახევარმცველსა სამტრედიელ ანდრი ნდონგის შორის დაპირისპირება მოხდა. მატჩის მანძილზეც კახელიშვილი რამდენჯერმე წაკინკლავდა იმავე ნდონგისთან და „სამტრედიის" კიდევ ერთ ლეგიონერთან ივან ფატიჩისთან.