ბუდუმ გოლების ანგარიში გახნა
ბუდუმ გოლების ანგარიში გახნა
05.03.2018
ავტორი: ნინი ვაშაკიძე

საქართველოს 30-ე ჩემპიონატის, ეროვნული ლიგის პირველი ტურის შეხვედრა ''დინამო თბილისსა'' და ''რუსთავს'' შორის, ანგარიშით 1-2, სტუმართა სასარგებლოდ დასრულდა.

თბილისური გუნდიდან, ერთადერთი გოლი, საქართველოს 2016 წლის „მოკლე ჩემპიონატის" საუკეთესო ბომბარდირის  ბუდუ ზივზივაძის ანგარიშზეა. „დინამოში" დაბრუნებულმა ახალგაზრდა თავდამსხმელმა დღეს, რუსთაველთა კართან 2 საგოლე მომენტი შექმნა. თუმცა, გოლი 11-მეტრიანით გაიტანა.

„საკმაოდ დაძაბული თამაში იყო. რუსთავი უმაღლეს ლიგაში ახლახანს გადმოვიდა და ფეხბურთელები შეეცადნენ მაქსიმუმი გაეღოთ. თამაშიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ მოგებას ვიმსახურებდით, მაგრამ დასანანი შეცდომების გამო დავისაჯეთ. ჩვენი შეცდომების გამოსასწორებლად ვიმუშავებთ და იმედი მაქვს, მომდევნო მატჩებში წარმატებას მივაღწევთ"- განაცხადა ბუდუ ზივზივაძემ, მატჩის დასრულების შემდეგ.

მომდევნო შეხვედრას ბუდუ ზივძივაძის გუნდი, 11 მარტს, თბილისში, „ლოკომოტივის" წინააღმდეგ გამართავს.


ნინი ვაშაკიძე