არჩილ ბადრიაშვილისა და გიორგი ტეფნაძის მორიგი პირველ ასვლა
არჩილ ბადრიაშვილისა და გიორგი ტეფნაძის მორიგი პირველ ასვლა
18.02.2018
ავტორი:

არჩილ ბადრიაშვილმა და გიორგი ტეფნაძემ მორიგი მწვერვალის დალაშქვრა მოახერხეს. ახალგაზრდა ქართველი მთამსვლელების მონაგარში, მორიგი პირველასვლა ჩაიწერა.

„ვიყავით საქართველოს უმაღლეს მწვერვალ  „შხარაზე" 5203 მ.  ეს იყო სამხრეთ კედლის პირველი ქართული ზამთრის ასვლა და პირველი ზამთრის გავლა. მწვერვალზე, მერვე დღეს ვიყავით, ღამით. უამინდობის გამო, 5000 მეტრზე უკარვოდ ღამისთევაც მოგხვიდა და  შემდეგ მეცამეტე დღეს დავბრუნდით ძირში. საიდანაც კიდევ ბევრი კვალვა მოგვიწია სამშვიდობოში გამოსაღწევად" - ამბობს არჩილ ბადრიაშვილი tsff.ge- სთან საუბარში.

საქართველოს მხრდიდან, „შხარას" მწვერვალის ამ მარშრუტზე, ქართველმა მთამსვლელებმა პირველი ზამთრის ასვლა და პირველი ზამთრის გავლა შეასრულეს. ბადრიაშვილმა და ტეფნაძემ, ახალი გზით, ზამთრის პირობებში, წყვილში, ურთულესი 6ბ კატეგორიის მარშრუტის წარმატებით გავლა მოახერხეს. ქართველ მთამსვლელთა წყვილი, მწვერვალზე 10 თებერვალს ავიდა, რის შემდეგაც უამუნდობისა და ზვავსაშიშროების გამო, ერთი ღამის გათენება ღია ცის ქვეშაც მოუხდა. ე.წ. „ხალოდნი" ღამისთევის შემდეგ, ბადრიაშვილისა და ტეფნაძის წყვილმა მარშრუტზე დატოვებულ კარვამდე მოხერხეს დაშვება, თუმცა, ღრმა თოვლისა და უამინდობის გამო, გზა აღარ გააგრძელეს.

უამინდობის გამო, მესტიის რაიონში საჭიროების შემთხვევაში, ალპინისტების დასახმარებლად მზად იყო სამთო სამაშველო სამსახური, მობილიზებული იყო ვერტმფრენი. ალპინიტსების შესახებ ინფორმაციას ჩვენი გვერდიც სისტემატურად იგებდა. თუმცა, ამ ინფორმაციის გამოქვეყნებამდე, ჩვენ ველოდებოდით უშუალოდ მთამსვლელებთან კონტაქტს, რომელიც დღეს დილით შედგა.

ბიჭები ამ მომენტში მესტიაში იმყოფებიან და მძიმე ასვლის შემდეგ „გონს" მოდიან. ჩვენის მხრივ, არჩილ ბადრიაშვილსა და გიორგი ტეფნაძეს, რომლებიც tsff.ge-ს პროექტების ტრადიციული მონაწილეებიც არიან, ვულოცავთ, მორიგ მწვერვალს, პირველასვლას, პირველგავლას და მომავალ პროქტებში, ამ ასვლის შესახებაც საინტერესო მასალებს ველით გამოსაქვეყნებლად.

არჩილ ბადრიაშვილის ფოტო