5 მატჩიდან 3 მოგება - მინსკის ტურნირის შედეგი
5 მატჩიდან 3 მოგება - მინსკის ტურნირის შედეგი
28.01.2018
ავტორი:

მინსკის საერთაშორისო ტურნირზე „განვითარების თასი 2018", რომელიც თითქმის 10 დღე გრძელდებოდა, საქართველოს 17-წლამდე ნაკრებისთვის, ელიტრაუნდისთვის მზადების ერთ-ერთი ეტაპი იყო. ტურნირის დასაწყისშიც, ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გიორგი ნემსაძე აღნიშნავდა, რომ „განვითარების თასში" მონაწილეობის მთავარი მიზეზი, სწორედ, ელიტრაუნდისთვის სამზადისი იყო. საერთო ჯამში, ქართველმა ფეხბურთელებმა 12-გუნდიან ტურნირზე 5 თამაში ჩაატარეს. აქედან, 3 მოიგეს, 2 მატჩში კი მარცხი განიცადეს.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა 17-წლამდელებმა წააგეს ფინალში გადასასვლელი ჯგუფური შეხვედრა უკრაინელ თანატოლებთან 1-3 და შემდეგ, მე-4 ადგილისთვის მატჩი, სლოვაკებთან, დიდი ანგარიშით 1-8.

ქართველი ფეხბურთელების ბოლო, გადამწყვეტი თამაში, სლოვაკების უპირატესობით დაიწყო. პირველ 10-წუთიან მონაკვეთში მათ, საქართველოს კართან, რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, რაც საბოლოოდ, მე-10 წუთზე ჩვენს კარში, გოლით დასრულდა. სლოვაკთა მიერ, ზედიზედ  რამდენიმე სახიფათო სტანდარტს, ბოლოს მათ მიერ ჩაწოდებულ კუთხურს, საქართველოს 17-წლამდე ნაკრების კართან არეულობა და პირველი გოლი მოჰყვა. საქართველოს, ნაკრებს, რომელსაც რამდენიმე ტრავმირებული მოთამაშე აკლდა, სხვა თამაშებთან შედარებით, სუსტად გამოიყურებოდა. განსაკუთრებით, დაცვის ხაზში. 22-27 წუთებს შორის გაშვებული სამი გოლის შემდეგ, კი სლოვაკებმა, ქართველი 17-წლამდელები, ფსიქოლოგიურად გატეხეს და საბოლოოდ, თამაშის გამარჯვებამდე მიყვანაც, არ გასჭირვებიათ. ქართველთაგან, ერთად-ერთი გოლი ამ მატჩში, გიორგი გულიაშვილმა, 35-ე წუთზე გაიტანა.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირი მეხუთე ადგილზე დაასრულა. ტურნირის საუკეთესო პირველი ოთხეული უკრაინამ, ისრაელმა, ბელარუსმა და სლოვაკეთმა შეადგინეს. საქართველომ კი ყაზახეთს, მოლდოვას, ლიტვას, რუსეთს, ფინეთს, ისლანდიას და ბელგიას გაასწრო.

სლოვაკეთთან საქართვლოს 17-წლამდე ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ხარშილაძე, გელაშვილი, კალანდაძე, ჭავჭანიძე,  ბაქრაძე, კაპანაძე, მექვაბიშვილი, შალიკაშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია, გულიაშვილი. შეცვლაზე შევიდნენ: კუტალაძე, დეკანოსიძე, შვარცი, გაგუა, ჩიხრაძე.