ლევან გორგაძე „საიმპერატორო თასის“ გამარჯვებულია
ლევან გორგაძე „საიმპერატორო თასის“ გამარჯვებულია
27.01.2018
ავტორი:

ქართველმა სუმოისტი ლევან გორგაძე, 1 ტურით ადრე ბაშოს გამარჯვებული გახდა. ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი პირველი ქართველი და მესამე ევროპელი სპორტსმენია, რომელმაც ამ ტიტულის მოგება შესძლო. ამას გარდა, ქართველი სპორტსმენი ამ ტიტულს მოგება შეჯიბრის დასრულებამდე 1 ტურით ადრე მოახერხა.

დღევანდელ ბრძოლამდე ტოჩინოშინის ანგარიშზე 13-დან 12 მოგებული ბრძოლა იყო. დარჩენილი ორი ბრძოლიდან, ერთში გამარჯვების შემხთვევაში, ქართველიბაშოს ჩემპიონი ხდებოდა. სუმოს ისტორიაში იშვიათია, როდესაც საიმპერატორო თასს დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენელი იგებს. ამას გარდა, აიწევს მისი რანგიც და მეაგარიშედან  2 საფეხურით სეკივაკემდე დაწინაურდება. სეკივაკე სუმოს ყველაზე მაღალი რანგის, იოკოძუნას შემდეგ მესამეა.