კიდევ ერთი ლიცენიზია პეკინის ოლიმპიადაზე
კიდევ ერთი ლიცენიზია პეკინის ოლიმპიადაზე
25.09.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ობერსდორფში, 24 სექტემბერს  გვიან ღამით, ფიგურული ციგურაობის სალიცენზიო ტურნირზე, ქართულმა წყვილმა კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ, სპორტულ წყვილებში  უპრეცედენტო კონკურენციის პირობებში, ზამთრის 2022 წლის ოლიმპიური თამაშების საგზურის მოპოვება მოახერხა.  ჩვენებმა, ორი პროგრამის  ჯამში 178, 16  ქულა დააგროვეს და  მესამე ადგილზე გავიდნენ, რაც ოლიმპიური ლიცენზიის მოსაპოვებლად, საკმარისი აღმოჩნდა. აღსანიაშნავია, რომ ამ წარმატებას, საფინა-ბერულავას წყვილისთვის ორმაგი დატვირთვა ჰქონდა - ერთი, რომ  უფროსების  კატეგორიაში დებიუტანტმა  წყვილმა პირველი, ბრინჯაოს  მედლების მოგება მოახერხეს  და თანაც, პეკინის ოლიმპიადაზე  გასამგზავრებლად ლიცენზიაც მოიგეს.





შეგახსენებთ, რომ სპორტულ წყვილებში, დარჩენილი 3 ლიცენზიისთვის, 13  ქვეყნის 16  წყვილს ასპარეზობდა. კიდევ ორი ლიცენზია, ესპანეთისა და ისრაელის წარმომადგენლებს ერგოთ.


დღესვე, ასპარეზობა დაიწყეს, მოცეკვავე წვილებმაც, რომელთა შორის მარია კაზაკოვა და გიორგი რევიაც არიან. ამ დისციპლინაში, პეკინის 2022 წლის ოლიმპიური თამაშების დარჩენილი 4 საგზური თამაშდება. მათ მოპოვებას კი, ჩვენების ჩათვლით, 17 ქვეყნის 20 წყვილი ცდილობს. სერიოზული კონკურენციის ფონზე, ქართველი მოციგურავეები მარია  კაზაკოვა  და გიორგი რევია ასპარეზობის  პირველ სეგემენტში 66,95  ქულით ჯერჯერობით მე- 5  ადგილზე  არიან, ინარჩუნებენ  სალიცენზიო პოზიციას  და ხვალ, 25 სექტემბერს, თავისუფალ პროგრამაში  წარმატებული გამოსვლის  შემდეგ,  ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვებასაც შესძლებენ.