ორი ქართული წყვილი, გერმანიაში, პეკინის ოლიმპიური თამაშების ბოლო ლიცენზიების მოსაპოვებლად იბრძვის
ორი ქართული წყვილი, გერმანიაში, პეკინის ოლიმპიური თამაშების ბოლო ლიცენზიების მოსაპოვებლად იბრძვის
24.09.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

გერმანიის ქალაქ ობერსდორფში, 22 სექტემებრს, ფიგურული ციგურაობის ტრადიციულმა საერთაშორისო ტურნირმა „ნებერლჰორნ ტროფი 2021"-მა აიღო სტარტი. ტურნირზე, ორი ქართული წყვილი, პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებისთვის იბრძვის,  სპორტული წყვილი - კარინა საფინა და ლუკა ბერულავა, რომლებმაც პირველი პროგრამა უკვე იცეკვეს და სპორტული ცეკვები -მარინა კაზაკოვა და გიორგი რევია. საქართველოს ფიგურული ციგურაობის  ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის მარიამ გიორგობიანმა, TSFF.GE-სთან აღნიშნა, რომ გერმანიაში მიმდინარე ტურნირზე, ქართველი წყვილების წარმატების და შესაბამისად, ოლიმპიური ლიცენზიების მოპოვების შემთხვევაში, პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ფიგურულ ციგურაობაში, საქართველოს ნაკრები ყველა კატეგორიაში იქნება წარმოდგენილი.


„ამ ტურნირზე, შედეგი, განსაზღვრავს ოლიმპიური ლიცენზიის მფლობელს. მსურველი და მონაწილე ბევრია. კაზაკოვა-რევიას კატეგორიაში, 4 ლიცენზია თამაშდება, საფინა-ბერულავასთან მხოლოდ 3. ტურნირზე, დაკავებული ადგილების პარალელურად, სათვალავიდან ის სპორტსმენები გამოაკდებიან, რომლებსაც პეკინის ლიცენზიები უკვე აქვთ. თუმცა, ასეც და ისეც, ჩვენი ორივე წყვილი საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებს", - ამბობს მარიამ გიორგობიანუ.




მოკლე პროგრამაში, სადაც 16 წყვილი მონაწილეობდა, ქართულმა  წყვილმა კარინა  საფინამ და  ლუკა  ბერულავამ პრაქტიკულად,  უშეცდომოდ შეასრულეს ტექნიკურად  საკმაოდ  რთული პროგრამა, რომელიც ამავდროულად, ემოციურადაც იყო დატვირთული ყველა ელემენტი და სწორედ, ამ კრიტერიუმის  გათვალისწინებით, ჩვენებმა 66,46 ქულა, 1 ადგილი და თავისუფალი პროგრამის წინ, სერიოზული განაცხადი გააკეთეს. კარინასა და ლუკას წყვილი, დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე წარსდგება თავისუფალი პროგრამით და ორი სახეობის ჯამში, მაღალი საპრიზო ადგილის დაკავებას შეეცდება.

 

იხილეთ, ქართველი მოციგურავეების გამოსვლა


დღესვე, დაიწყებენ ასპარეზობას, მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილით. ჩვენი სპორტსმენები, ყინულზე, მე-5, ანუ ბოლო ჯგუფში ასპარეზობენ და მათი გამოსვლა გერმანიის დროით 13: 31 საათიდან დაიწყება.




მოგეხსენებათ, 2021 წლის მსოფლიო  ჩემპიონატის  შედეგების  მიხედვით   82 ლიცენზია  უკვე  გადანაწილდა 30  ქვეყანას  შორის. დისციპლინების მიხედვით პეკინის ოლიმპიური თამაშებისთვის ცნობილია 24  საგზურის  მფლობელი - ქალების  კატეგორიაში, 23 -ის მამაკაცებს, 19 სპორტული  ცეკვებსა  და  16  სპორტულ  წყვილებს შორის. შესაბამისად, ოლიმპიური თამაშებისთვის დარჩენილი 20 საგზურისთვის ბრძოლა გრძელდება და 52 ქვეყნის წარმომადგენელი, მათ მოპოვებას შეეცდება. მათ შორის არიან ჩვენი სპორტსმენები და ამ საგზურების მოსაპოვებლად, ერთ-ერთი ტურნირი, სწორედ, ამ დღეებში, გერმანიაში მიმდინარე ტურნირია.


კატეგორისების მიხედვით, ობერსდორფში, 34 მოციგურავე ქალი 6 ოლიმპიურ საგზურს გაითამაშებს, 26 მამაკაცი - 7, 17 მოცეკვავე წყვილი - 4  და 13 სპორტული წყვილი - 3 ოლიმპიურ ლიცენზიას. შესაბამისად, კონკურენცია საკმაოდ მაღალია. აქვე გეტყვით, რომ  2021 წლის მსოფლიო  ჩემპიონატზე, რომელიც შვედეთში გაიმართა, პეკინის ოლიმპიადის  ლიცენზიები  უკვე მოიპოვეს  მორის ყვითელაშვილმა და  ალინა ურუშაძემ.



ფოტო:  2020©International Skating Union (ISU)