ჩვენები „მწვანეზე“ არიან, მზად არიან სხვა მთაზე მყოფ ექსპედიციასაც დაეხმარონ
ჩვენები „მწვანეზე“ არიან, მზად არიან სხვა მთაზე მყოფ ექსპედიციასაც დაეხმარონ
13.09.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

რამდენიმე დღის წინ, გაცნობეთ, რომ ქართველ ახალგაზრდა და უკვე საკმაოდ გამოცდილ მთამსვლელთა სამეულმა, არჩილ ბადრიაშვილმა, ბაქარ გელაშვილმა და გიორგი ტეფნაძემ, ჰინდუქუში, პაკისტანსა და ავღანეთში მდებარე დამოუკიდებელი მთათა სისტემის, ერთ-ერთი ყველაზე რთული და საინტერესო მთის, სარაგჰრარის მწვერვალი, ახალი გზით დალაშქრეს და NW პიკზე, პირველები ავიდნენ. ზღვის დონიდან, 7349 მეტრის მწვერვალიდან დაშვებას, ჩვენები 2 დღეს მოუნდნენ და გუშინ საღამოს, უკვე სამშვიდობოზე, საკუთარ კარვებში იყვნენ. დღეს, ცოტა გამოძინებულებმა და ცოტაც დასვენებულებმა, სატელიტით საქართველოსთან დაკავშირება მოახერხეს და ოჯახებში, მოკლე შეტყობინება, რომ კარგად არიან და მხიარული განწყობა შეიტანეს.


ჩვენებმა დაშვებისას ერთი ღამე 7000 მეტრზე გაათენეს. რთულ ტექნიკურ მარშრუტზე ასვლის მთელი სირთულეც, რომ გავთვალოთ, ძნელი მისახვედრი არაა, რამდენად დაიღალნენ. თუმცა, დღეს, გამოძინებუელბა, სამაშველო ოპერაციაში ჩართვა გადაწყვიტეს. საქმე ისაა, რომ ქართველთა მიერ დალაშქრული მწვერვალიდან, საკმაოდ მოშორებით, რაკაპოშის მწვერვალიდან, საგანგაშო შეტყობინება შემოვიდა. აღნიშნულ მთაზე, დაახლოებით 6900 მეტრ სიმაღლეზე, კიდევ ერთი ღამის გათევა, თოვლსა და საკმაოდ ძლიერ ქარში ორ ჩეხ და ერთ პაკისტანელ მთამსვლელს უწევთ. ცნობილია, რომ მათ საშველად მთელი დღის მანძილზე, პაკისტანის სამხედრო ძალების ვერტმფრენები ცდილობდნენ შეფრენას, თუმცა, ცუდი ამინდისა და ხილვადობის გამო, SOS სიგნალის ადრესატებამდე ვერ მიაღწიეს. ერთადერთი, რაც ერთ-ერთი შეფრენისას პილოტებმა მოახერხეს, გასაჭირში მყოფ ალპინისტებს, ზურგჩანთით თოკები და საკვები ჩაუყარეს. ამასთან ცნობილია, ისიც, რომ ჩეხი მთამსვლელები დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებენ.




როგორ უკვე გითხარით, ქართველ მთამსვლელთა სამეული აღნიშნული რეგიონიდან საკმაოდ შორს, იმყოფება, თუმცა, ჩვენებმა სამაშველო ოპერაციაში ჩართვის სურვილი გამოთქვეს. რაც შეეხება, ბადრიაშვილის, გელაშვილისა და ტეფნაძის მიერ დალაშქრულ მწვერვალს, წინა სტატიაშიც გითხარით, რომ მის დალაშქვრას, 3-ჯერ წარუმატებლად ესპანეთის გუნდი ეცადა. ამრიგად, საერთაშორისო აპლინისტური წრეები, დიდი ყურადღებით ელიან დეტალურ ინფორმაციას, თუ როგორ მოახერხეს ქართველებმა აღნიშნული კლდოვანი კედლის გავლა - ერთი მცდელობით, აპლური სტილით, თუ, ადრე დამაგრებული „პერილების" მონაკვეთებით. თუმცა, ყველამ იცის, რომ ჩვენს სამეული, რა სახითაც და ხერხითაც არ უნდა მოხვედრილიყო მწვერვალზე, მათ საკმაოდ რთული მონაკვეთების გავლა მოუწევდათ. ამ ეტაპზე ლაპარაკობენ მხოლოდ იმის შესახებ, რომ ბადრიავილმა, გელაშვილმა და ტეფნაძემ, იარეს, პაკისტანის ყველაზე, იზოლირებული ნაწილის მხარეში და შესაბამისად, არ გამორიცხავენ, რომ სწორედ ჩვენების მარშრუტი იყოს წლის, ყველაზე საინტერესო ასვლა.