19-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატი გაუქმდა
19-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატი გაუქმდა
27.02.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ვიდრე, საქართველოს 19-წლამდე ქალთა ნარები, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპისთვის მოსამზადებლად იყო შეკრებილი სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე" ნიონში, უეფა-ს შტაბ-ბინაში გადაწყვიტეს, რომ თავად ევროპის ჩემპიონატი, რომელიც 2020 წელს, კორონა ვირუსის პანდემიის გამო გადაიტანეს, საერთოდ გაეუქმებინათ. შესაბამისად, გაუქმდა მთელი რიგი მინი ტურნირები.


აღნიშნული გადაწყვეტილებით, უეფა-მ როგორც ჩანს, ზედმეტი თავის ტკივილიც აირიდა და თანაც, გზა, ფინალურ ეტაპამდე მისასვლელი, რომელიც ბევრ მინი-ტურნის, სახელმწიფოთა რეგულაციებზე მორგებას, გუნდების მოგზაურობას, დაბინავებას და უშუალოდ მატჩების ორგანიზებას უკავშირდება, მაშინ, როცა გადავადებული ევროპის ჩემპიონატი აქვს კარზე მომდგარი ზედმეტ ფუფუნებად ჩათვალა და გააუქმა ამ ასაკში ევროპის ჩემპიონატი, როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა შორის.


„ნაყოფიერი შეკრება გამოგვივიდა. მსოფლიოში შექმნილი პანდემიიდან გამომდინარე, ასაკობრივი ნაკრებებისთვის, წინა წელს დაგეგმილი ყველა შეხვედრა გაგვიუქმდა. ამიტომ, შეკრებაზე, ერთი კვირის განმავლობაში, დავუთმეთ როგორც ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებას, ასევე ტექნიკა-ტაქტიკურ სავარჯიშოებს. ბოლო დღე, დავასრულეთ ამხანაგური თამაშით. დიდი მადლობა მინდა გადაუხადა ქალთა საფეხბურთო კლუბ კვარტალს რომლებიც დაგვთანხმდნენ ამხანაგურ თამაშზე. მოგეხსენებათ, დაგეგმილი გვქონდა თამაში აზერბაიჯანის ნაკრებთან და ისევდაისევ პანდემიიდან გამომდინარე ვერ მოახერხეს ჩამოსვლა", - ამბობს TSFF.GE-სთან საუბარში, ლევან ბაჯელიძე, ნაკრების მთავარი მწვრთნელი.


19-წლამდე ქალთა ნაკრები 19-26 თებერვლის ჩათვლით იყო შეკრებილი. წინასწარი გათვლებით, გუნდს, აზერბაიჯანელ თანატოლებთან უნდა გაემართათ საწვრთნელი სპარინგი. თუმცა, კორონათი შეშინებულმა მეზობლებმა, ბოლო მომენტში საქართველოში ჩამოსვლა გადაიფიქრეს.


19-26 თებერვლის ჩათვლით შეკრებაზე იმყოფებოდნენ:

მეკარეები: სვეტლანა გაბელაია (გორი იუნაიტედი), ლანა მჟავია (ლანჩხუთი), ლიკა ცუხურკაიძე (თუშეთი)

მცველები: მარიამ ბერაშვილი (გორი იუნაიტედი) , მეგი ეჯიბია (კვარტალი), თამარ სვანიძე (კოლხეთი ხობი), ანი ძაძუა (კვარტალი), დიანა ბაქრაძე (თუშეთი), გვანცა ქადაგიშვილი (კვარტალი), ანი აკობიძე (ნიკე)

ნახევარმცველები: ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი), მეგი გოცირიძე (ხობის კოლხეთი), ანა წულაია (ხობის კოლხეთი), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე), მაიკო ბებია (ნიკე), ელენე კახნიაშვილი (ნორჩი დინამო), ნათია დანელია (კვარტალი), მარიამ ბეგიაშვილი (ნორჩი დინამო)

თავდამსხმელები: ნათელა წოწერია (ლანჩხუთი)



სალომე ხუბულურის ფოტო