„დოჰა მასტერსზე“ 15 ქართველმა 5 მედალი მოიპოვა
„დოჰა მასტერსზე“ 15 ქართველმა 5 მედალი მოიპოვა
13.01.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

კატარში დასრულებულ „დოჰა მასტერსი 2021"-ზე ქართველების მიერ მოპოვებულ ვაჟა მარგველაშვილის ბრინჯაოს და ტატო გრიგალაშვილის ოქროს, დღეს კიდევ სამი მედალი დაემატა - ლიპარტელიანის ოქრო , ღვინიაშვილის ვერცხლი და ბქაურის ბრინჯაო.


90კგ-მდე წონით კატეგორიაში 700 სარეიტინგო ქულა და ბრინჯაოს მედალო მოიპოვა 20 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა. ბექაური, ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებამდე 4 შეხვედრა გამართა. აქედან, ½ ფინალში გასასვლელი ბრძოლა რუს მიხეილ იგოლნიკოვთან წააგო და რეპეშაში მონღოლი განტულგას დამარცხების შემდეგ, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა. ქართველმა, თურქეთის წარმომადგენელი მიჰაილ ჟანკი დაამარცხა. ძიუდოისტი, რომელსაც ½ ფინალი ბექა ღვინიაშვილმა მოიგო.


სამწუხაროდ, მხოლოდ ვერცხლის მედალს დასჯერდა ბექა ღვინიაშვილი, რომელიც ნიდერლანდელ ნოენ ვანტენდთან ფინალში დამარცხდა. ძიუდოისტები, „დოჰა მასტერსზე" ერთმანეთს მეშვიდედ შეხვდნენ და ნიდერლანდელმა ქართველი, ამჯერად მეექვსედ, მახრჩობელათი დაამარცხა. ვერცხლის მედალთან ერთად ბექამ 1000 სარეიტინგო ქულა დაიმატა სათვალავში.


100 კმ-დე წონით კატეგორიაში, ვარლამ ლიპარტელიანი, 1800 სარეიტინგო ქულის და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 31 წლის ქართველმა სპორტსმენმა უპირატესობა სპარინგის დასაწყისშივე მოახერხა  და დაწინაურდა კიდეც. საბოლოოდ კი, აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევი, ვაზარით დაამარცხა და სპორტულ კარიერაში, სხვა ტიტულების საპირწონედ, მესამე მასტერსი მოიგო.


ქართველმა ძიუდოისტმა, ფინალამდე ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, სადაც პირველ შეხვედრაში რუსი ნიაზ ბილალოვი დაამარცხა. ამის შემდეგ, „ლიპომ" უზბეკი მუჰამადკარიმ ხურამოვი გამოთიშა ასპარეზობას და ჯგუფიდან გამარჯვებულმა, , ½ ფინალში ებრაელ პიტერ პალჩიკი გამოთიშა ასპარეზობას და ფინალში, აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევს დაუპირისპირდა.


„დოჰა მასტერსის" 2021 წლის მესამე დღე ხელმოცარული გამოდგა +100კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტებისთვის. გურამ თუშიშვილმა პირველ წრეში კი მოახერხა რუსი ანტონ კრივობოკოვის დამარცხება, თუმცა, შემდეგ კორეელ მუნიონგ კიმთან დამარცხდა. პირველ შეხვედრაში ლევან მატიაშვილმა უზბეკი ბეკმურად ოლიტიბოევის დამარცხება მოახერხა, თუმცა, თუშის მსგავსად, მომდევნო ეტაპზე ისიც დამარცხდა რუს ინალ ტასოევთან, რომელიც საბოლოოდ, წლის პირველი ტურნირის ფინალში, ტედი რინერთან დამარცხდა.


კიდევ ერთ ქართველი ძიუდოისტი, გელა ზაალიშვილი, რომელიც ამავე წონით კატეგორიაში გამოდიოდა, ყველაზე რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, ვინაიდან ქართველს, პირველი შეხვედრაში, კუბელ ენდი გრანდთან გამარჯვების შემდეგ, არც მეტი არც ნაკლები, მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი ტედი  რინერი დაეჯახა. რა დასამალია და ქართველი, ამ შეხვედრის მოწინააღმდეგის ტიტულმა უფრო  დაჯაბნა, ვიდრე თავად რინერმა.


იხილეთ ასევე:

დოჰა მასტერსი / დღე 1

დოჰა მასტერსი / დღე 2

ძიუდოისტებისთვის მომდევნო ტურნირი 18-20 თებერვალს, ისრაელში გაიმართება. ისევე, როგორც „დოჰა მასტერსის" 200000-ევროიანი ტურნირი, „თელ ავივის გრანდ სლემიც" ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირია.