ქართველი ძიუდოისტები წელს კატარიდან იწყებენ
ქართველი ძიუდოისტები წელს კატარიდან იწყებენ
08.01.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები კატარში გაემგზავრება, სადაც 11-დან 13 იანვრის ჩათვლით „დოჰას მასტერსში" მიიღებს მონაწილეობას. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ ორგანიზებულ 2021 წლის პირველ ტურნირში, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 15 სპორტსმენით იქნება წარდგენილი, მათ შორის 2 ქალია. ამ ინფორმაციას დოჰას ტურნირის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.


ვაჟები:

-60 კგ ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე

-66 კგ ბაგრატ ნინიაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი

-73 კგ ლაშა შავდათუაშვილი

-81 კგ ლუკა მაისურაძე, ტატო გრიგალაშვილი

-90 კგ ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი

-100 კგ ვარლამ ლიპარტელიანი

+100 კგ გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი, ლევან მატიაშვილი

გოგოები:

-52 კგ ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი

-57 კგ ეთერ ლიპარტელიანი


კატარში გამგზავრებამდე, ქართველმა სპორტსმენებმა მოსამზადებელი ეტაპის დასკვნითი ფაზა თბილისში გაიარეს და პარალელურად კორონა ვირუსის ტესტირებასაც გადიოდნენ, IJF-ისა და უშუალოდ, ტურნირის რეგულაციების შესაბამისად. უკვე კატარში ჩასულ სპორტსმენებს, უშუალოდ ტურნირის სტარტამდე კვლავ ჩაუტარდებათ ტესტირება.


თავად დოჰას მასტერსზე კი, მედლები, როგორც ქალთა ასევე ვაჟთა შორის, საერთო ჯამში 14 წონით კატეგორიაში გათამაშდება. საქართველოს წარმომადგენელთაგან 6 ძიუდოისტია განთესილი.


ტურნირში 5 კონტინენტის 70 ქვეყნის, 400 სპორტსმენი მიიღეს მონაწილეობას. აქედან ყველაზე მეტი წარმომადგენელი კორონა ვირუსით გამოწვეული მთელი შეზღუდვების მიუხედავად, სწორედ, ევროპიდან არის 243. კონტინენტიდან, რომლის წარმომადგენელ ბევრ ქვეყანაში COVID 19- ის გამო გამკაცრებული შეზღუდვები მოქმედებს.


აქვე გეტყვით, რომ, 2020 წელს პანდემიის გამო გაუქმებული ტურნირების დიდი ნაწილი 2021 წლიდან კვლავ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის კალენდარშია. მათ შორის თბილისის გრან სლემი, რომელიც საქართველოს დედაქალაქში 2021 წლის 26-28 მარტს გაიმართება.