მესია თუ ხელოვნური ვარსკვლავი?
მესია თუ ხელოვნური ვარსკვლავი?
24.10.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ჩრდილოეთ მაკედონიის სპორტულმა მედიამ, უეფა-ს საიტზე დაყრდნობით დააანონსა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე საომარი ვითარების გამო, ერთა ლიგის 18 ნოემბრის შეხვედრა,  სომხეთსა და ჩრდ. მაკედონიას შორის ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება, თუმცა, თუ რომელ ქვეყანაში ჩატარდება თამაში, ამის შესახებ, მაკედონიელები არაფერს წერენ. სამაგიეროდ, ყურადღებას 12 ნოემბრის მატჩზე ამახვილებენ, სადაც იმედი აქვთ, რომ დომინანტები იქნებიან.


უფრო მეტი, როგორც ჩანს, ჩრდ. მაკედონიის მთავარი მწვრთნელი, რომელიც ჯერ კიდევ სექტემბერში, თბილისში ჩამოსული ხაზს უსვამდა, რომ საქართველოსა და ჩრდ. მაკედონის თამაშებს ფიზიკურთან ერთად, ფსიქოლოგიური დატვირთვაც უფრო ექნებოდა, ნათქვამის საქმეში გამოცდა ცდილობს. ანგელოვსკი, ყოველ დღე თუ არა, 2 დღეში ერთხელ მაინც ადგილობრივი მედიის საშუალებით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ გუნდში კონკურენციის გასაზრდელად, მაკედონიური წარმოშობის 24 წლის ამერიკის მოქალაქესთან მოლაპარაკებები უკვე დაასრულდა და დენის მუსოვსკის, ნოემბრის შეკრებაზე ელოდება.


"მესიის" მოლოდინში, მაკედონიელები დარწმუნებულები არიან, რომ ამერიკის მოქალაქე 24 წლის მუსოვსკისთვის ჩრდ. მაკედონის პასპორტის მიღების ვადებშიც ჩაეტევიან და მერე ყველა საჭირო დოკუმენტაციის 12 ნოემბრისთვის გაფორმების დროსაც, ფიფა-ში ყველაფერი მათთვის სასურველ ვადებში და უპრობლემოდ ჩაივლის. აი, შემდეგ უკვე 2020 წელს ფეხბურთის მთავარი მტერი კორონა და კიდევ სრულიად უცხო ფეხბურთელის, ახალ კლუბში ადაპტაცია რჩება.


ასეა თუ ისე, თუნდაც ამ ბიჭზე ყურადღების გადატანით, ანგელოსკის და მისი სამწვრთნელო შტაბი ახერხებს, რომ კონკურენტი გუნდში კოლეგების თუ არა, ადგილობრივი და ქართული მედიის დახმარებით, 12 ნოემბრის მატჩისთვის, ხელოვნურად შექმნას ვარსკვლავი. ჩვენის მხრივ, იმედს ვიტოვებთ, რომ ქართველთა სამწვრთნელო შტაბი, ყველა შესაძლო ვარიანტს დეტალურად და სიღრმისეულად სწავლობს.