ბრაზილუელი კოლექციონერი ოლიმპიური რგოლების ესმიზის მფლობელია
ბრაზილუელი კოლექციონერი ოლიმპიური რგოლების ესმიზის მფლობელია
28.07.2020
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

თანამედროვე ოლიმპიური თამაშების ფუძემდებლის, პერ დე კუბერტენის ხელით შექმნილი ოლიმპიური რგოლების ნახატი კანის აუქციონზე 185 ათას ევროდ გაიყიდა. მყიდველი ბრაზილიელი კოლექციონერია.


თეთრ ფონზე ერთმანეთზე გადაჯაჭვული ლურჯი, ყვითელი, შავი, მწვანე და წითელი რგოლი, რომლებიც არაოფიციალურად ხუთივე კონტინენტს აღნიშნავს, გრაფიტით და გუაშით არის შესრულებული 21X27,5 სმ ზომის ფურცელზე და კუბერტენის ავტოგრაფი ამშვენებს.


ერთიანობის ოლიმპიური სიმბოლო კუბერტენმა 1913 წლის აგვისტოში გამოცემა Olympic Review-ში გამოაქვეყნა.


აღსანიშნავია, რომ ახალი ოლიმპიური სიმბოლო და დროშა ფართო საზოგადოებისთვის პირველად უნდა გამოფენილიყო 1914 წლის 17 ივნისს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სორბონას კონგრესზე, სადაც უნდა აღენიშნათ თამაშების აღდგენის და ოლიმპიური მოძრაობის 20 წლის იუბილე, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის გამო, კონგრესი არ შედგა.


ოლიმპიური დროშა პირველად აღიმართა და გამოიფინა ანტვერპენის 1920 წლის ოლიმპიურ თამაშებზე.


ასევე ცნობილია, რომ კანის აუქციონზე 2500 ევროდ გაიყიდა მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ჩირაღდანი.



ფოტო:  ©IOC