მოსკოვს, ცრემლების არ სჯერა!
მოსკოვს, ცრემლების არ სჯერა!
09.07.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

რუსეთის არმიის ცენტრალურმა კლუბმა შენგელიას გადასვლა დაადასტურა. ოკუპანტი რუსეთის ყველაზე ტიტულოვანმა საკალათბურთო კლუბმა, ოკუპირებული ქვეყნის ეროვნული ნაკრების კაპიტანთან, თორნიკე შენგელიასთან, 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და მასში 1 მილიონი ევრო გადაიხადა.


როგორც ევროპული მედია იტყობინება ქართველთა კაპიტნისა და რუსული გუნდის 3-წლიან კონტრაქტში NBA-ში სავარაუდო გადასვლის საკითხებიც არის დართული, რომელთა მიხედვითაც ამერიკიდან შეთავაზების შემთხვევაში რუსები, შენგელიას წასვლას ხელს ვერ შეუშლიან.


თუმცა, მოსკოვს, ცრემლების არ სჯერა, ისევე, როგორც ჩვენ, თორნიკე შენგელიას პატრიოტიზმში არ გვეპარება ეჭვი. ამიტომ, სამომავლოდ კონტრაქტის პირობების შეცვლასაც ველით უფრო რუსული ინტერესების სასიკეთოდ და იმასაც, რომ თორნიკე კვლავ ნაკრებს გამოუძღვება. თუმცა, ამ ბოლო საკითხში, ისევ ქვეყნებს შორის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, იმედი გვაქვს, რომ შენგელია ახალ შეცდომას არ დაუშვებს და ეროვნული ნაკრების ინტერესებს, პირად სარგებელზე მაღლა არ დააყენებს. შესაბამისად, კაპიტნობასაც თავად დაუთმობს სხვას, ამ საქმისთვის უფრო ღირსეულს.


და ბოლოს, ალბათ, პირველად ჩვენი გვერდი, ჯერ კიდევ ნაკრების კაპიტანს, ახალ გუნდში, წარმატებას არ უსურვებს! ფაქტია, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს მოქმედ საუკეთესო კალათბურთელს, ორმაგი სტანდარტით ცხოვრება მოუწევს, შესაბამისად, ადრე თუ გვიან არჩევანის გაკეთებაც.



მოსაზრება!

ის, რომ სპორტი პოლიტიკასთან არ უნდა ასოცირდებოდეს, სრულიად მართებულია. თუმცა, „პოლიტიკაში" პარტიებს შორის ბრძოლა უფრო იგულისხმება და არა, ოკუპანტის სასარგებლოდ მუშაობა!


სხვაობა!

ზაზა ფაჩულიამ რუსულად დასმულ შეკითხვებს არ უპასუხა!


#რუსეთიოკუპანტია

#წითელიარმიისგადმონაშთიმტერი