ბათუმის სტადიონის მშენებლობა გეგმის მიხედვით გრძელდება
ბათუმის სტადიონის მშენებლობა გეგმის მიხედვით გრძელდება
27.03.2020
ავტორი: თ.ჯ.

გეგმის მიხედვით გრძელდება ბათუმის სტადიონის მშენებლობა. ამჟამად, მიმდინარეობს სტადიონზე შიდა სარემონტო და გარე-მოპირკეთებითი, ავტომობილების პარკინგის სივრცეების და სახანძრო უსაფრთხოების სისტემების სამონტაჟო სამუშაოები და როგორც სტადიონის მშენებელი კომპანია იუწყება, კორონა ვირუსის გამო შექმნილი ვითარება სტადიონის სამშენებლო სამუშაოებს არ უშლის ხელს.


„შპს „სტადიონის" სხვა სპორტული ობიექტების მშენებლობაც აქტიურად მიმდინარეობს. ეს ეხება, როგორც ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსის მშენებლობა, ასევე დაბა ჩაქვში დაგეგმილი ძალოსანთა სავარჯიშო ბაზის  საპროექტო სამუშაოებს", - ამბობს ჯაბა სურმანიძე, შპს „სტადიონის" დირექტორი.


შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 20000 გულშემატკივარზე გათვლილი, უეფა-ს სტანდარტების, მე-4 კატეგორიის სტადიონის გახსნა, 2020 წლის გაზაფხულზე იგეგმება. თუმცა, კორონა ვირუსის გამო, თუ კონკრეტულად როდის გაიხსნება სტადიონი, ამ ეტაპზე უცნობია.