„ტორპედო“ მზადაა საწვრთნელი ბაზა საკარანტინო ზონად გამოცხადდეს
„ტორპედო“ მზადაა საწვრთნელი ბაზა საკარანტინო ზონად გამოცხადდეს
17.03.2020
ავტორი: თ.ჯ.

დღეს, საგანგებო განცხადება გაავრცელა საფეხბურთო კლუბმა ქუთაისის „ტორპედომ", სადაც ნათქვამია, რომ:


„ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ვგრძნობთ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და ვითვალისწინებთ რეკომენდაციებს. რისკების თავიდან არიდების მიზნით როგორც მთავარი, ისე ასაკობრივი გუნდები, გარკვეული დროით წყვეტენ ვარჯიშს. ამასთანავე, მზად ვართ კლუბის საწვრთნელი ბაზა საკარანტინო ზონად მოვაწყოთ".


TSFF.GE დაუკავშირდა კლუბის ხელმძრვანელობას, სადაც აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მიაწოდეს.


„გიდასტურებთ, რომ ახლა, შეწყვეტილია ყველა ასაკობრივი გუნდის ვარჯიში, მათ შორის ძირითადი გუნდისაც. ვარჯიშების განახლებასთან დაკავშირებით, დაველოდებით სფფ-ს რეკომენდაციებს. ასეთი გადაწყვეტილება მიღებული იქნა იმიტომ, რომ გაზრდილია ვირუსის გავრცელების საფრთხე. ამასთან, შეიძლება საჭირო გახდეს ისეთი ობიექტები, რომელიც კარანატინის ზონებად გამოდგება. ასეთი ქუთაისში ბევრი არაა. ჩვენ ბაზაზე არის სამზარეულოც, სამრეცხაოც, თითოეულ ოთახს აქვს სააბაზანო", - ამბობენ, „ტორპედოში".


იმერეთის პირველი საფეხბურთო კლუბის ბაზაზე 25 ცალი ორადგილიანი იზოლირებული ოთახია, ინდივიდუალური სველი წერტილით. ამ შეთავაზების მიუხედავად, ჯერ „ტორპედოს" შესაბამისი სამსახურები არ შეხმიანებიან. თუმცა, ქუთაისური კლუბი, ქვეყნის და რეგიონის სამსახურში, თავისი წვლილი, ამ სახით შეიტანოს.


აქვე, ქუთაისის „ტორპედო" ჯანმრთელობას უსურვებს საქართველოს მოსახლეობას.