„დინამო თბილისის“ სპარინგები ცნობილია
„დინამო თბილისის“ სპარინგები ცნობილია
13.01.2020
ავტორი: თ.ჯ.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „დინამო თბილისის" 2020 წლის საფეხბურთო სეზონის მოსამზადებელ ციკლს, რომელიც 8 იანვრიდან დაიწყო თურქეთში, 16 იანვრიდან გააგრძელებს.

„დინამო თბილისის" ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, თბილისელები თურქულ შეკრებას 2 ეტაპად გაივლიან, 16-დან 31 იანვრის ჩათვლით და შემდეგ, 2 თებერვილდან 16 თებერვლის ჩათვლით.

პირველი თურქული  შესარჩევი ციკლის პერიოდში დინამოელები 4 ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ

18 იანვარი „დინამო თბილისი" -  „ვოლუნტარი"

22 იანვარი პლოვდივის „ბოტევი" - „დინამო თბილისი"

25 იანვარი „არდა" - „დინამო თბილისი"

30 იანვარი „დინამო თბილისი" - კრაკოვის „ვისლა"


#შეკრებათურქეთში2020