მადლობა წარმატებული მომენტებისთვის, რომელიც ერთად გავიარეთ
მადლობა წარმატებული მომენტებისთვის, რომელიც ერთად გავიარეთ
12.01.2020
ავტორი: ნათია კოსტავა

რამდენიმე წუთის წინ, გიორგი პაპუნაშვილმა, საკუთარი სოციალური ქსელებით სარაგოსელ გულშემატკივარს და თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა. ერთი დღით ადრე, კი „სარაგოსას" შემადგენლობაში, ამ ეტაპზე მისთვის ბოლო, სათასო შეხვედრაში გოლიც გაიტანა.


„ძვირფასო სარაგოსელებო, მინდა გაცნობოთ რომ გადავწყვიტე წასვლა, რაც საკმაოდ მძიმე იყო ჩემთვის, თუმცა, ალბათ ამ სიტუაციაში საუკეთესო ვარიანტი.  არ ვიცი, როგორ გამოვხატო ჩემი ემოციები თქვენს მიმართ. უბრალოდ, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის, რომელსაც თქვენგან ყოველთვის ვგრძნობდი. თანაგუნდელებო, თქვენ ჩემი მეორე ოჯახი ხართ, მადლობა ყველა მომენტისთვის, რომელიც ერთად გავიარეთ. დარწმუნებული ვარ, რომ მიზანს მიაღწევთ. ბევრი წარმატება. მალე შევხვდებით", - წერს გიორგი პაპუნაშვილი.


საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის ახალ გუნდში გადასავლის შესახებ ინფორმაცია, აღნიშნულ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ოფიციალურად გახდა ცნობილი. ქართველი ფეხბურთელი, ლა ლიგა 2-ში ბინადარ „რასინგში",  6-თვიანი იჯარის წესით ითამაშებს.


პაპუნაშვილის ახალი გუნდი, „რასინგი", ამ ეტაპზე, 22 ტურის შემდეგ, 19 ქულით, სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა.