მარია კაზაკოვა და გიორგი რევია - 2019 წლის იტალიის გრან-პრის გამარჯვებულები
მარია კაზაკოვა და გიორგი რევია - 2019 წლის იტალიის გრან-პრის გამარჯვებულები
07.12.2019
ავტორი: თ.ჯ.

მარია კაზაკოვა და გიორგი რევია, 2019 წლის გრან-პრის იუნიორთა კატეგორიის გამარჯვებულები არიან. აღსანიშნავია, რომ ქართულმა წყვილმა ორივე სახეობა მოიგო.


იტალიური ტურინის ოლიმპიურ არენა" პალაველაზე" დღეს იუნიორთა კატეგორიაში თავისუფალ პროგრამაში, საქართველოს წარმომადგენლებმა მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ 106,14 ქულა დაიმსახურეს და ისევე, როგორც რითმულ ცეკვებში, აქაც პირველი ადგილით დაასრულეს გამოსვლა. საერთო ჯამში, ქართულმა წყვილმა 174,90 ქულა დააგროვა და 0,16 ქულით გადაასწრო მეორე ადგილზე გასულ ამერიკულ წყვილს.  


შეგახსენებთ, რომ 6 დეკემბერს კი, რითმული ცეკვებით ამავე დარბაზში,  4 ქვეყნის მსოფლიოს საუკეთესო 6 ფინალისტმა წყვილმა იასპარეზა. მაღალი კონკურენციის პირობებში , ქართველმა წყვილმა მარია კაზაკოვა და გიორგი რევიამ ტექნიკური ელემენტების შესრულებისათვის დაწესებული მკაცრი კრიტერიუმების დაცვით, უშეცდომოდ შეასრულეს ყველა სავალდებულო ტექნიკური ელემენტი და პროგრამის კომპონენტური ნაწილის შეფასებასთან ერთად ჯამური 68, 76 ქულით სატურნირო ცხრილში ლიდერები გახდნენ. ამასთან ერთად, თავისუფალი პროგრამის წინ დამსახურებულ 1 ადგილზე იყვნენ.


საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია ასეთივე ღირსეულ გამოსვლასა და წარმატებულ საბოლოო შედეგს უსურვებს მარიასა და გიორგის 7 დეკემბერს , თავისუფალ პროგრამაში , სადაც მათ კიდევ ერთხელ ექნებათ შესაძლებლობა მსაჯებისა და მაყურებლების წინაშე წარადგინონ ტექნიკურად საკმაოდ რთული და


მარიასა და გიორგის ეს შედეგი, რომელსაც ტურინის ფინალის სიურპრიზადაც თვლიან, დასტურია იმისა, რომ ფიგურული ციგურაობის სამყაროში საქართველო ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს ისეთი ქვეყნების გვერდით , როგორიცაა რუსეთი, საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, იტალია.