შვეიცარიელებს წვიმამ უკვე უღალატა
შვეიცარიელებს წვიმამ უკვე უღალატა
15.11.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე შვეიცარიის პატარა ქალაქ სანტ გალენში ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს გამართავს საქართველოს ნაკრები. ქართველი ფეხბურთელები, შვეიცარიის საკმაოდ ძლიერ გუნდს დაუპირისპირდებიან. გუნდს, რომელიც მიიჩნევს, რომ მოედანი არ არის კომპიუტერული თამაში და სანტ გალენ არენაზე მოსული 16400 მაყურებლის წინაშე, მაქსიმალური ქულების ასაღებად გამოვლენ. მაქსიმალური ქულა კი, მასპინძლებს საერთო ჯამში 180 წუთში უნდათ აიღონ.


მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში, უფრო საშობაო განწყობა ვიგრძენი, ვიდრე საფეხბურთო, მედიაში ადგილობრივ მედიაში, ისევე, როგორც წინა დრეებში, დღესაც საფეხბურთო თემას დიდი ადგილი ეთმობა.



აქ კარგად იციან, რომ მასპინძლები ჯგუფში ამ ეტაპზე მე-4 საფეხურზე არიან და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ორი მეტოქე მათ წინ მხოლოდ, დანიის და ირლანდიის ეროვნული ნაკრებები არიან. აქედან, ირლანდიას, მხოლოდ 1 ქულით მეტი აქვს შვეიცარიელებზე. თუმცა, შვეიცარიელებს, თადარიგში, დღევანდელი მატჩის გარდა, კიდევ ერთი შეხვედრა აქვთ გასამართი.


გემახსოვრებათ, რომ მასპინძლებმა, წინა ტურში ირლანდიას 0-2 მოუგეს და ამით, გააფრთხილეს, რომ დარჩენილ თამაშებში წარმატების შემთხვევაში, ადგილების გაცვლა მოუწევთ. აქვე, იმასაც შეგახსენებთ, რომ შვეიცარიამ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშებიდან მხოლოდ, ერთი და ისიც დანიასთან წააგო, რომელიც ჯგუფის ლიდერია.  საგულისხმოა, რომ პეტკოვიჩის გუნდმა ბოლო 5 მატჩიდან, საკვალიფიკაციო ეტაპზე, მხოლოდ 2 შეხვედრა მოიგო და ამით, ჯგუფიდან გასვლის შესაძლებლობას საფრთხე შეუქმნა. კიდევ ერთი დეტალი, საშინაო მატჩებში, შვეიცარია დაუმარცხებელია. სახლში ჩატარებული 7 შეხვედრიდან, მათ მხოლოდ ერთი მატჩი ითამაშეს ფრედ. დანარჩენი კი, ყველა მოიგეს.



შვეიცარია ფავირიტია და მისი ფსონი 1/6-თან ფასდება. საქართველოს კი როგორც აუტსაიდერს უზიმიდ დიდი კოეფიციენტი20/1-თა აქვს


სტუმრები, ანუ საქართველოს ნაკრები, ბოლო თამაშებში არც თუ ურიგოდ გამოიყურებაო, წერენ აქაურ პრესაში. აქ ხაზს  უსვამენ, რომ 7 თამაშში აღებული 8 ქულით, რესპექტაბელურად გამოიყურებიან. თუმცა, საერთო ჯამში, ბოლო პერიოდში ქართველთა მიერ ევრო საკვალიფიკაციოებზე გამართული 22 შეხვედრიდან 5 მოგებული თამაშით, ჩვენ მაინც სატრაბახოზე მეტად, დასამტკიცებელი უფრო მეტი გვაქვს. თუმცა, გიბრალტართან, რიგით მესამე გამარჯვებას თუ ჩავთვლით წინა თვეში და ამას ერთა ლიგის თამაშებსაც დავუმატებთ, „სტუმრებს" ცოტა წონა ემატებათ.


ამას ისიც ემატება, რომ დანიასთან და ირლანდიასთან ფრედ დასრულებული შედეგი, იმის მანიშნებელია, რომ საქართველოს ნაკრები სწორი მიმართულებით ვითარდება.



შესაბამისად, სენეტ გალენში კარგად იციან, რომ დღეს, შვეიცარიის ნაკრებისთვის იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი შეხვედრა. მოგება მათ ავტომატურად მოუტანთ შანსს გადაასწრონ ირლანდიას და მიიღონ შანსი, მომდევნო ეტაპზე მონაწილეობისთვის. ერთის შეხედვით, საქართველო, თითქოს იოლი მოწინააღმდეგე, მაგრამ ეს მხოლოდ ფურცელზე, რადგან მათი დამორჩილება არც ისე ადვილი იქნებაო - წერს შვეიცარიული პრესა.


შეგახსენებთ, რომ თამაშამდე სულ ცოტა დრო რჩება. შვეიცარიაში, თბილისთან შედარებით ადრე ღამდება და საკმაოდ ცივა. თამაშის დროს ჰაერის ტემპერატურა 2 გრადუსამდე დაეცემა. ადგილობრივი, სინოპტიკოსები, თოვლნარევ წვიმასაც აანონსებნდნენ დილიდან და მეც, სასწრაფოდ ქოლგა შევიძინე. თუმცა, ახლა, სტადიონზე წასვლამდე, ფანჯრიდან ამინდი გადავამოწმე და ამ დროისთვის არც დაპირებული წვიმაა და ღრუბლებიც სადღაც არის გადაყრილი. შესაბამისად, იმედს ვიტოვებთ, რომ შვეიცარიელების ვარაუდები და ოცნებები დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით, ამ ამინდის პროგნოზივით  გაიფანტება.

 

სპეციალურად სენტ გალენიდან, შვეიცარია