საქართველოს ჩემპიონმა ლიგა წარუმატებლად დაიწყო
საქართველოს ჩემპიონმა ლიგა წარუმატებლად დაიწყო
19.10.2019
ავტორი: თ.ჯ.

„დინამო თბილისმა" წყალბურთში, ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაც წააგო. ქართულმა კლუბმა, მორიგი მატჩი ხორვატიაში, „მლადოსტს" დაუპირისპირდა და შეხვედრა, 10-ბურთიანი სხვაობით, 21-11 წააგო.


დინამოელთაგან ამ დღეს, გოლები, მარკო ელაჩამ (4), ზურაბ რურუამ, რევაზ იმნაიშვილმა (2), ანდრია ბითაძემ (2), მიხეილ ბაღათურიამ და გიორგი მაგრაქველიძემ გაიტანეს.


შეგახსენებთ, რომ „დინამომ" პირველი მატჩიც სტუმრად გამართა და მაშინ ესპანურ „ტერასასთან", ანგარიშით 9-5დამარცხდა.


ჩემპიონთა ლიგის მომდევნო შეხვედრას, საქართველოს ჩემპიონი, უკვე თბილისში, 30 ოქტომბერს ბუდაპეშტის „ორვოსედიეტემის" წინააღმდეგ ჩაატარებს.


#დინამოერთობაშია

ფოტო: Dino Ninkovic