ახალგაზრდებმა მაროკოში „მოსავალი“ აიღეს
ახალგაზრდებმა მაროკოში „მოსავალი“ აიღეს
20.10.2019
ავტორი: თ.ჯ.

ძიუდოში, მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, რომელიც მაროკოში 16-20 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართა, საქართველოს ნაკრებმა, გუნდურ ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის მესამე ადგილისთვის შეხვედრაში გერმანიის ნაკრები დაამარცხა და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა.


გუნდურ ასპარეზობამდე, ერთი დღით ადრე კი, ინდივიდუალურ ჩათვლაში ბოლო წონით კატეგორიებში გათამაშდა მედლები.


19 ოქტომბერს, ილია სულამანიძე, მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის -100კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.


საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრებმა მაროკოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.


ახალგაზრდებს შორის, მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ  ეთერ ლიპარტელიანი (-57კგ), ვლადიმერ ახალკაცი (-81კგ) და ლაშა ბექაური (-90კგ).


ვერცხლის მედლის მფლობელი გახრდა ილია სულამანიძე (-100კგ), ბრინჯაოსი კი, ტატო გრიგალაშვილი (-81კგ).