ქვილითაიას მორიგი პენალტი
ქვილითაიას მორიგი პენალტი
17.10.2019
ავტორი: თ.ჯ.

მიუხედავად იმისა, რომ ირანში, საფეხბურთო მატჩებზე გულშემატკივარის დასწრებას არ უჩივიან, ფეხბურთელები, მოწინააღმდეგის ვინაობას (სათასო შეხვედრა გვაქვს მხედველობაში) ზოგჯერ, უშუალოდ თამაშის წინ იგებენ. ასე, იყო ჩვენს შემთხვევაშიც, როდესაც, ირანის თასის 1/8 ფინალში მაქსიმე ქვილითაიასა და ლუკა გადრანის გუნდისა და გიორგი გველესიანის გუნდის წყვილი დავაანონსეთ. თუმცა, მაქსიმესა და ლუკას გუნდი უკვე ¼ ფინალშია, გიორგი გველესიანი კი 1/8 ფინალურ შეხვედრას ხვალ ითამაშებს.


„პირველ ტაიმში ვიგებდით 2-0.  ერთი თავით დარტყმული ავიღე. მეორე ტაიმში პენალტი დაგვიდეს 75-ე წუთზე და  ისიც ავიღე.  თამაში ისე მიდიოდა, რომ ეს პენალტი რომ გასულიყო, შეიძლება ანგარიშიც გაეთანაბრებინათ, ისე გვიტევდნენ მეორე ტაიმში" - ამბობს მაქსიმე ქვილითაია, TSFF.GE-სთან საუბარში.


ირანის თასის 1/8 ფინალური მატჩში, რომელშიც „შაჰინი" სუპერლიგაში მოასპარეზე  „საიფას" დაუპირისპირდა, ანგარიში ქართველი ფეხბურთელების გუნდმა 28-ე წუთზე გახსნა და ანგარიში ორამდე, 8 წუთში გაზარდა. ამ სათასო შეხვედრაში, მონაწილეობა არ მიუღია ლუკა გადრანს, რომელსაც ოჯახური მიზეზით რამდენიმე ვარჯიში გაუცდა და მწვრთნელმა მას, სათასო მატჩში დასვენების საშუალება მისცა. თუმცა, ირანის ჩემპიონატის მომდევნო შეხვედრას ორივე ქართველი ჩაატარებს.


რაც შეეხევა მაქსიმე ქვილითაიას, ალბათ უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართველმა მეკარემ ირანის თასის გათამაშების 2 მატჩში, საერთო ჯამში ოთხი 11-მეტრიანი აიღო.