ევროპული ფინალი და ქართული ბრინჯაო
ევროპული ფინალი და ქართული ბრინჯაო
09.10.2019
ავტორი: თ.ჯ.

ბათუმში, აჭარის თასის გათამაშებაზე, რომელიც 14-წლამდე ასაკში ტარდება,  „დინამო თბილისი" აკადემიის გუნდი, ხვალ, მე-3 ადგილისთვის  „საბურთალოს" შეხვდება. აჭარაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, დღეს,  ½ ფინალური მატჩები გაიმართა. დინამოელებს ფინალური ეტაპისკენ მიმავალ გზაზე პსვ „ეინდჰოვენის" შეხვდა. სამწუხაროდ, ვალერი გაგუას შეგირდებმა, 11-მეტრიანების სერიაში ეს მატჩი დათმეს. თუმცა, შეხვედრის პირველივე წუთებიდან აქტიურად ჩაერთნენ თამაშში და შეიძლება ითქვას, რომ მოპოვებული სათამაშო ინიციატივა შეხვედრის ბოლომდე არ გაუშვიათ ხელიდან.  აქვე, აღნიშვნის ღირსია, ჰოლანდიელების საკმაოდ სახიფათო კონტრშეტევები და ამ მომენტებში თბილისელთა მეკარის, დათო იობაშვილმა კარგი თამაში.


პირველ ტაიმში კი დედაქალაქელებს რამდენჯერმე შეეძლოთ გოლის გატანა. მეორე ნახევრის დებიუტში კი „ეინდჰოვენმა" მოახერხა გოლის გატანა და ანგარიშში დაწინაურდა.  დინამოელებმა შეტევებს უმატეს და რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, გიორგი სურმავას ჩაწოდებულ საჯარიმოს მეტოქის ავტოგოლი მოჰყვა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 1-1 დასრულდა და ტურნირის დებულების თანახმად, პენალტების სერია დაინიშნა. 11-მეტმეტრიანი დარტყმები კი, სტუმრებმა უკეთ შეასრულეს. მათ, ხუთივე მცდელობა გამოიყენეს. „დინამომ" კი, ოთხი გოლი გაიტანა. ამრიგად თბილისელები ბრინჯაოს მედლების მოსაპოვებლად ხვალ საბურთალოს შეხვდებიან, რომელმაც დღეს მეორე ½ ფინალური შეხვედრა „ვალენსიასთან" 0-5 დათმეს.


შესაბამისად, ფინალში ერთმანეთს, „ვალენსია" და „ეინდჰოვენი" დაუპირისპირდებიან.


შეგახსენებთ, რომ აჭარის თასის გათამაშება წელს პირველად ჩატარდა. შავი ზღვისპირა რეგიონის ახლა ასაკობრივ ტურნირში, მონაწილეობა 8 გუნდმა მიიღო. ტურნირის დებულების თანახმად, გუნდები 2 ქვეჯგუფად იყვნენ გადანაწილებულნი -   A ჯგუფში პსვ „ეინდჰოვენი",  ესპანეთის საფეხბურთო სკოლა, „დინამო ბათუმი" და „საბურთალო" ასპარეზობდნენ. B ჯგუფში კი,  „ვალენსია" „ბაბელსბერგი", „დინამო თბილისი" და სფფ- ს აკადემია.