საქართველო U19-მა უნგრეთი 2-4 დაამარცხა
საქართველო U19-მა უნგრეთი 2-4 დაამარცხა
09.10.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ მატჩში, უნგრეთი 2-4 დაამარცხა. ოთხგუნდიან ჯგუფში, სადაც 9-15 ოქტომბრის ჩათვლით, მასპინძელი უნგრეთის გარდა ქართველ 19-წლამდელებს ყაზახეთისა და ხორვატიის ნაკრებებთან უწევთ თამაში, ჩვენი ფეხბურთელები მოდევნო შეხვედრებს 12 და 15 ოქტომბერს ჩაატარებენ. ელიტ-რაუნდში ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო გუნდი გადის. ამ მომენტისთვის კი გათამაშებას ხორვატები და ჩვენი 19-წლამდელები ლიდერობენ.


დღევანდელი შეხვედრა კი ქართველი ფეხბურთელების სათამაშო უპირატესობით წარიმართა. რამაზ სვანაძის გუნდმა, ანგარიში მე-11 წუთზე გახსნა. გოლი, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. ალბათ, აქვე უნდა ვთქვათ, რომ 32-ე წუთზე, ქართველთა სამწვრთნელო შტაბი იძულებული გახდა კვარაცხელია, რომელსაც მინდვრის ცენტრში უხეშად ეთამაშნენ შეეცვალათ. მისი ადგილი გიორგი მოისწრაფიშვილმა დაიკავა, რომელმაც მოვლენებს გადავასწრებთ და ვიტყვით, რომ 65-ე წუთზე ქართველი 19-წლამდელები დააწინაურა, 2-3. თუმცა, მოისწრაფიშვილის გოლამდე, 2 გოლი უნგრელებმა გაგვიტანეს. აქედან, პირველი 27-ე წუთზე, ხოლო მეორე 11-მეტრიანით, მეორე ტაიმის დასაწყისში. ამასთან ისიც უნდა ვთქვათ, რომ პირველი ტაიმის მიწურულს უნგრელები კაცნაკლულნი დარჩნენ.  


სვანაძის შეგირდებს, 10 წუთზე მეტი დასჭირდათ წონასწორობის აღსადგენად. გოლი, გიორგი გულიაშვილმა გაიტანა. შეხვედრას კი, წერტილი 82-ე წუთზე ანზორ მექვაბიშვილმა დაუსვა.


ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში გამოძახებულები არიან:

 

მეკარეები: ლუკა კუტალაძე (დინამო თბ), რევაზ ლომიძე (ლოკომოტივი); მცველები: თორნიკე ჯანგიძე (დინამო თბ), სანდრო კალანდაძე (დინამო თბ), ზურაბ ჭავჭანიძე (ლოკომოტივი), ცოტნე კაპანაძე (რუსთავი), ლაშა აწყურელი (დინამო თბ), ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო); ნახევარმცველები: გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბ), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია), ნიკა გაგნიძე (დილა), ზურიკო დავითაშვილი (რუბინი, რუსეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი), ნოდარ ლომინაძე (დინამო თბ); თავდამსხმელები: გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი), გიორგი გაგუა (ალავესი, ესპანეთი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო).