ახალ, 2020 წელს, ბასილა ახალი ტურნირით დაიწყებს
ახალ, 2020 წელს, ბასილა ახალი ტურნირით დაიწყებს
14.09.2019
ავტორი: დეივიდ კლინსმანი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა, 13 სექტემბერს, ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველო ახალ ტურნირზე ATP Cup-ზე მიიღებს მონაწილეობას. 13 სექტემბერი ტურნირში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების შეტანის ბოლო დღე იყო.


ტურნირი 2020 წლის იანვარში ავსტრალიის სამ ქალაქში გაიმართება - სიდნეიში, ბრისბენში და პერთიში და მასში მონაწილეობას 24 ქვეყანა მიიღებს. ახალ ტურნირში მონაწილე ყველა ქვეყანა, ATP-ს რეიტინგის ლიდერი ჩოგბურთელების ქვეყნებია. საქართველოს სიაში მე-14 ნომრითაა და შესაბამისად, ავსტრალიაში ბასილაშვილთან ერთად ალექსანდრე მეტრეველი მიიღებს მონაწილეობას.


ATP Cup-ის რიგითი პირველი ტურნირის საპრიზო ფონდი 22 მილიონი ავსტრალიური დოლარია და 750 ქულის დაგროვების საშუალებას იძლევა.


ტურნირის სტარტზე ჯგუფური ეტაპი ჩატარდება, სადაც ექვსი ოთხგუნდიანი ჯგუფში გაიმართება თამაშები.  ჯგუფში ორი ინდივიდუალური დაპირისპირება და ერთიც წყვილებს შორის შეხვედრა ჩატარდება. მეოთხედფინალში ჯგუფებიდან საუკეთესო პირველადგილოსნები გავლენ და ამავდროულად ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი.