კონფედერაციის თასი - კიდევ ერთი შანსი ქართული კლუბებისთვის?
კონფედერაციის თასი - კიდევ ერთი შანსი ქართული კლუბებისთვის?
12.09.2019
ავტორი: თ.ჯ.

საფეხბურთო კლუბის „დინამო თბილისის" გენერალური დირექტორი ზაზა დოლიძე და დირექტორის მოადგილე თეა შამათავა, ჟენევაში გამართულ ევროპის კლუბთა ასოციაციის (ECA), რიგით 23- ე ასამბლეას დაესწრნენ. ანდრია ანიელი, ორგანიზაციის თავკაცად მორიგი ვადით აირჩეს, თუმცა უფრო მნიშნელოვანი ჟენევაში გამართული თავყრილობიდან, უფრო სხვა საკითხი იყო.

ასამბლეაზე განხილულ საკითხთა შორის თემა, რომელიც ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს ალბათ, ყველაზე მეტად აინტერესებდა, უეფა-ს ახალ საკლუბო ტურნირს, კონფედერაციის თასის გათამაშების საკითხებს დაეთმო.

მოგეხსენებათ, მთელი ზაფხულის მანძილზე, შიდა კონსულტაციებისას ECA-მ დეტალური გამოხმაურებები მიიღო აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით. კერძოდ ორგანიზაციაში მომავალი ტურნირის სახეზე და დეტალების შესახებ, ევროპული კლუბების აზრი აინტერესებდათ.  

„საერთო ჯამში, გაირკვა, რომ რეფორმა, ევროპაში ფეხბურთის განვითარებისთვის არის საჭირო, რისთვისაც საერთო ჯამში, ბევრი ევროპული საფეხბურთო მატჩია საჭირო. ახლა ჩვენი კონსულტაციების მეორე ეტაპზე გადავალთ, რაც ECA-ს მხრიდან, მიმართული იქნება UCC-ს უფრო კონკრეტულ კონცეფციაზე", - აღნიშნავს ანდრია ანიელი, ECA-ს თავმჯდომარე.

უეფა-ს გათვლებით, შეჯიბრი უახლოეს წლებში აიღებს სტარტს. დიდი ალბათობით, უკვე 2021-22 წლების გათამაშებისას, უეფა-ს ევროტურნირებზე, კიდევ ერთ ახალი ტურნირი იარსებებს.

ჟენევაში ევროპის კლუბთა ასოციაციის გენერალური ასამბლეაზე, რომელსაც ორგანიზაციის წევრი 169 კლუბი წარმოადგენდა, შეგახსენებთ, ქართული კლუბის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. „დინამო თბილისი", ECA- ს დაარსების დღიდან ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრია.