საქართველოს U21 შესარჩევ ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს
საქართველოს U21 შესარჩევ ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს
10.09.2019
ავტორი: თ.ჯ.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში 2 მოგებით და 6 ქულით, ჯგუფის ლიდერია. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა დღეს, ბაქოში, ევროშესარჩევი ციკლის მეორე მატჩში, ანგარიშით 3-0 დაამარცხა აზერბაიჯანელი თანატოლები დაამარცხა.


„უპირატესობა გვქონდა და ვფიქრობ, დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ჩემი გუნდი უკეთესი იყო და მიხარია, რომ ბიჭებმა თავი კარგად წარმოაჩინეს" - ამბობს გია ცეცაძე,  საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი.




მართლაც, გია ცეცაძის გუნდმა ყველა კომპონენტში აჯობა მოწინააღმდეგეს და დამსახურებული სამი ქულა მოიპოვა. ჩვენს გუნდს პირველ ტაიმშივე შეეძლო სოლიდური უპირატესობის მოპოვება, თუმცა რამდენიმე კარგი მომენტი ვერ გამოიყენა ვატო არველაძემ. რამდენიმე მომენტში კი კარგად ითამაშა აზერბაიჯანელთა მეკარე, რომელიც მასპინძელთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო. მისი თავდადების მიუხედავად,  ტაიმის ბოლოს ვატო არველაძემ, შეიძლება ითქვას, აზერბაიჯანელთა მეკარის მიერ დაშვებული ერთადერთი შეცდომითა და მასპინძელთა საჯარიმოში საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და ამ მატჩში ანგარიში გახსნა.




შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრების უპორატესობა გაიზარდა და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანელებს კაპიტანი გიორგი კუციას წინააღმდეგ უხეშობისთვის გაუძევეს. ამ მომენტიდან ძალიან მალე, ქართველებმა რიცხობრივი უპირატესობა გოლებში გადაზარდეს.  თავდაპირველად,  გიორგი არაბიძემ, რომელიც ამ შეხვედრაში ერთ-ერთი გამორჩეული ყო, კარგად შენიშნა შეცვლაზე შესულ ირაკლი ბუღრიძე და ზუსტი გადაცემით ის მეკარის (ძირითად მეკარეს ტრავმის გამო მოუხდა მინდვრის დატოვება) პირისპირ დატოვა. ბუღრიძემ კი არ დააყოვნა და ანგარიში 2-მდე გაზარდა. ამის შემდეგ, უკვე  ბუღრიძემ შენიშნა კარგ პოზიციაზე მყოფი არაბიძე, რომელმაც მე-3 გოლი, აზერბაიჯანელთა კარის შორეულ კუთხეში გაიტანა.

მომდევნო შეხვედრას, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 11 ოქტომბერს სტუმრად შვეიცარიასთან ჩაატარებს. მიმდინარე წელს ჩვენი ნაკრები კიდევ 2 შეხვედრას გამართავს სტუმრად.

 

საქართველო: გუგეშაშვილი, მალი (86' სპანდერაშვილი), ბერიაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, არაბიძე, კუცია, ნინუა (70' კოხრეიძე), ქავთარაძე (70' ბუღრიძე), არველაძე (78' კიტეიშვილი), სილაგაძე

სათადარიგო შემადგენლობა: მამარდაშვილი, ანდრონიკაშვილი, უგრეხელიძე, ლაკვეხელიანი

მთავარი მწვრთნელი: გია ცეცაძე