მინუს 2 მოთამაშე ვაისის გუნდიდან
მინუს 2 მოთამაშე ვაისის გუნდიდან
08.09.2019
ავტორი: თ.ჯ.

ეროვნულმა ნაკრებმა დანიასთან ოფიციალურ მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესი ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე წარიმართა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა დღეს 23 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. მზადების პროცესში ასევე მონაწილეობდა დისკვალიფიცირებული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა. შემადგენლობას გამოაკლდა ზურიკო დავითაშვილი, რომელსაც კორეის რესპუბლიკის წინააღმდეგ დებიუტი ჰქონდა. 18 წლის ფეხბურთელი მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს. ასევე ცნობილია კიდევ ერთი დანაკლისის შესახებ - სოლომონ კვერკველიასა და დავით ხოჭოლავას შემდეგ დაცვის ხაზს ტრავმირებული ლაშა დვალი ვერ დაეხმარება.




ვლადიმირ ვაისი:  „ჩვენ დაგვიბრუნდა ბუბა დაუშვილი, ამ პოზიციაზე თამაში ასევე შეუძლია ვაკო გვილიას, რომელმაც წინა საკვალიფიკაციო ეტაპზე უელსისა და ირლანდიის წინააღმდეგ საყრდენ ზონაში თავი კარგად წარმოაჩინა".




აღნიშული შეხვედრისთვის, ვაისს, გამოძახებული ჰყავდა შემდეგი ფეხბურთელები:

 

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი); მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი); ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი); თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ).




ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოსა და დანიის ნაკრებთა საფეხბურთო დაპირისპირება 8 სექტემბერს, 20 საათზე, დინამო არენაზე ჩატარდება. დ ჯგუფის მეორე შეხვედრა შვეიცარიასა და გიბრალტარს შორის შედგება.


საქართველო - დანიის მატჩის რეპორტაჟს, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.





სრული ფოტო-ალბომი


თამარ ჯიშკარიანის ფოტოები